ელენე ხოშტარია - მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავიწყო დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება

ელენე ხოშტარია „ევროპული საქართველოდან“ წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ოფიციალურად ადასტურებს. ამის შესახებ ხოშტარიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ხოშტარიას თქმით, ამ ეტაპზე დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრების დაწყებას გეგმავს.

„მინდა დავიწყო მადლობით „ევროპული საქართველოს“ მიმართ. ეს არის გუნდი, რომელთანაც დავიწყე პოლიტიკური ცხოვრება, რომელთან ერთადაც გავიარე ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლები. პირველი, რაც მინდა ვთქვა, ეს არის დიდი მადლობა თითოეულ ადამიანს, როგორც ამ პარტიაში, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით იმ აქტივისტს, რომელიც ჩვენთან ერთად იბრძოდა. ამ ეტაპზე მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავიწყო დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება“, -განაცხადა ხოშტარიამ.

ხოშტარიას თქმით, ის არც სხვა პარტიაში გადადის და არც პარლამენტში შესვლას გეგმავს.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არ გადავდივარ არც ერთ სხვა პარტიაში და ასევე, ძალიან მყარად ვრჩები ოპოზიციურ ერთობაში. ოპოზიციური ერთობა არის უძლიერესი იარაღი დღევანდელი რეჟიმთან ბრძოლის პროცესში. რომ არ იყოს რაიმე სპეკალაციები, არც კი განვიხილავ პარლამენტში შესვლის საკითხს. ჩემი პოლიტიკური პოზიციები რჩება აბსოლუტურად იგივე, უბრალოდ მე მაქვს ახალი გეგმები პოლიტიკურ ცხოვრებაში. ახალი პლატფორმის შექმნა, ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა. პოლიტიკური ცხოვრების ამ ეტაპზე გადავწყვიტე დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა შევქმნა. ბიძინა ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლაში მნიშვნელოვანია როგორც წინააღმდეგობის მოძრაობა, ასევე მტკიცე ერთიანი კოორდინირებული, პრინციპული პოლიტიკური პროცესი და მე ორივე მიმართულებით ვაპირებ ბრძოლის გაგრძელებას“, - განაცხადა ხოშტარიამ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა