დავით სონღულაშვილი მიხეილ ხიდურელს - როცა  ამდენი კითხვა არსებობს და მარტო თქვენ ხართ კმაყოფილი პროგრამით, მაშინ იქნებ თვითონ იპოვოთ რა არის პრობლემა

„აწარმოე საქართველოშის“ ხელმძღვანელ მიხეილ ხიდურელთან დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს მიკროგრანტების პროგრამასთან დაკავშირებით კითხვები აქვს. კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, კონკურესის პირობები საკმარისად გამჭვირვალე არ არის და სავარაუდოდ, პრობლემაა ბენეფიციარებთან კომუნიკაციის კუთხითაც.

„ალბათ, ეს ჩვენი კომიტეტიდან რეკომენდაციის სახით იქნება, რომ წინასწარ იყოს გაწერილი რა მიმართულებებს და როგორ დააფინანსებთ, ამ გარანტების მიხედვით, სხვაგვარად გადაწყვეტილების მიღება ხდება სუბიექტურად - კომისიის წევრს რომელი მიმართულება მოეწონება თუ არ მოეწონება, რაც არ არის სწორი. თუ კონკურსი არის, შესაბამისად, კონკურსს თავის წესები აქვს და ეს წესები არ არის გამჭვირვალე და არ არის ცნობილი, ეს არის ამის პრობლემა ამ ეტაპზე“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ხიდურელის განმარტებით კი, ბენეფიციარების უკმაყოფილება ლოგიკურია, რადგან 28 000 განაცხადიდან შემდეგ ეტაპზე მხოლოდ 4000 გადადის. მისივე თქმით, კონკურსის პირობები გამჭვირვალეა, ხოლო კომუნიკაციას რაც შეეხება, ყველა კომუნიკაციის არხი იყო გამოყენებული.

„დიდი პატივისცემით, ვერ დაგეთანხმებით, რომ წესები არ არის გამჭვირვალე, ყველა წესის შესახებ იყვნენ ინფორმირებული მეწარმეები ყველა წყაროთი, მათ შორის, ვიოდეორგოლებით, სადაც დეტალურად არის ანიმაციურად ნაჩვენები, თუ რა პროცესი უნდა გაიარონ , გვქონდა არაერთი ლაივ-ჩართვა მეწარმეებთან, მინიმუმ 2-3 საათიანი, წესები და ბუკლეტები დაგზავნილი იყო ყველა მუნიციპალიტეტში, რა მექანიზმიც არსებობს კომუნიკაციის ყველა გამოვიყენეთ, სადაც დეტალურად იყო ახსნილი, რომ კოდიფიცირებული იყო ყველა პროგრამა, რა ეტაპიდან რა ეტაპზე გადადიოდნენ და ა.შ.“- განაცხადა ხიდურელმა და აღნიშნა, რომ თუ პროგრამას რაიმე სხვა პრობლემა აქვს, მზად არის ამაზეც კითხვებს პასუხი გასცეს.

სონღულაშვილის განცხადებით, კი პროგრამასთან დაკავშირებით საზოგადოებაში კითხვები არსებობს და პრობლემას მოგვარება სჭირდება.

„როცა არსებობს ამდენი კითხვა საზოგადოებაში და მარტო თქვენ ხართ კმაყოფილი თქვენი პროგრამით, მაშინ იქნებ თქვენ თვითონ იპოვოთ რა არის პრობლემა ამ პროგრამის,“- განაცადა სონღულაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო