გიგა ბოკერია - ვისურვებდი, რომ ელენე ხოშტარიას ეს გადაწყვეტილება არ მიეღო, არა მხოლოდ პერსონალური ურთიერთობის გამო, პოლიტიკურადაც

ვისურვებდი, რომ ელენეს ეს გადაწყვეტილება არ მიეღო, ამას არ დავმალავ არანაირად, არა მხოლოდ პერსონალური ურთიერთობის გამო, პოლიტიკურადაც, - ასე გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია პარტიიდან ელენე ხოშტარიას წასვლის გადაწყვეტილებას.

როგორც ბოკერია აღნიშნავს, მიუხედავად ხოშტარიას ამ გადაწყვეტილებისა, ის "ევროპულ საქართველოსთან" ყველაზე ახლოს მდგომი პირი იქნება.

მან ყოფილ თანაგუნდელს წარმატებები უსურვა.

"გარდა პერსონალური ურთიერთობებისა, პოლიტიკური შეხედულებებითაც, ამ გადაწყვეტილების შემდეგაც, ელენე "ევროპულ საქართველოსთან" ყველაზე უფრო ახლოს მდგომი ფიგურა იქნება, ამიტომ მას წარმატებებს ვუსურვებ, რადგან საერთო ამოცანები და ღირებულებები ჩვენ საერთო გვაქვს", - განაცხადა ბოკერიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო