“ადამიანის უფლებათა ცენტრი” 25 სასამართლო პროცესის თაობაზე, სადაც სავარაუდო პოლიტიკური მოტივი იკვეთება,  ინფორმაციას აქვეყნებს

ადამიანის უფლებათა ცენტრი 25 სასამართლო პროცესის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს და აცხადებს, რომ აღნიშნულ საქმეებში სავარაუდო პოლიტიკური მოტივი იკვეთება.

ორგანიზაციის ინფორმაციით, პოლიტიკური მოტივები იკვეთება შემდეგ საქმეებში: გიორგი უგულავას საქმე (ე.წ. თბილისის განვითარების ფონდის საქმე); გიორგი უგულავასა და ალექსანდრე გოგოხიას საქმე; გიორგი უგულავას საქმე (ე.წ. აეროპორტის საქმე); ნიკანორ მელიას საქმე; ნიკანორ მელიას და ზურაბ ადეიშვილის საქმე; . ირაკლი ოქრუაშვილის საქმე; ირაკლი ოქრუაშვილის და ზურაბ ადეიშვილის საქმე - ე.წ ბუტა რობაქიძის საქმე; კობა კოშაძის საქმე; გიორგი რურუას საქმე; მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის საქმე; ნიკა გვარამიას საქმე; მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას საქმე; მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილის, ზურაბ ადეიშვილის, დავით კეზერაშვილისა და გიგი უგულავას საქმე და ა.შ.

“ადამიანის უფლებათა ცენტრი 2020 წლის თებერვლიდან აკვირდება საერთო სასამართლოებში მიმდინარე სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების სასამართლო პროცესებს. 2020 წლის ბოლომდე ადამიანის უფლებათა ცენტრის დაკვირვების ქვეშ მოექცა 25 საქმე, რომელთაგან ნაწილის განხილვა სასამართლოში ამჟამად დასრულებულია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული დოკუმენტი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა