მიხეილ სარჯველაძე იმედს გამოთქვამს, რომ დაგეგმილი ამნისტია მეტ მუხლს შეეხება და ინიცირებული პროექტი გაფართოვდება

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე იმედს გამოთქვამს, რომ დაგეგმილი ამნისტია სსკ-ის მეტ მუხლს შეეხება და ამ თვალსაზრისით, პარლამენტში ინიცირებული პროექტი გაფართოვდება.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში “ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტის პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

როგორც პროექტის ავტორმა და ინიციატორმა განაცხადა, კანონპროექტში ასახული მუხლები საბოლოო არ არის.

„თემა სენსიტიურია. შეიძლება საზოგადოების მხრიდან არასწორად ყოფილიყო აღქმული, თუკი რომელიმე ნორმა დასახელდებოდა და შემდეგ იქნებოდა უკანდახევა. ამიტომ ვამჯობინეთ, რომ დისკუსიისთვის წარმოდგენილი პროექტი განვიხილოთ, თუმცა პირადად მე, კომიტეტი და არა ერთი თანამოაზრე მომხრეა, გაფართოვდეს წრე იმ მუხლებისა, რომელსაც შეიძლება ამნისტია შეეხოს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით აუცილებელია სამართლადამცავებთან კონსულტაცია, რათა ამნისტია მძიმე ტვირთი არ გახდეს საზოგადოებისთვის და პროცესი კონტროლირებადი და უპრობლემო იყოს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს