მამუკა ხაზარაძე - გაცილებით სხვა დონეებთან დავიწყეთ ურთიერთობა, ესაა აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია, ევროკავშირის წამყვანი პოლიტიკოსები, რადგან გაცილებით დიდი ჩართულობა გვჭირდება კრიზისიდან გამოსასვლელად

ჩვენ უკვე გაცილებით სხვა დონეებთან დავიწყეთ ურთიერთობა, ეს არის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია, ევროკავშირის წამყვანი პოლიტიკოსები, იმიტომ, რომ ჩვენ უფრო გაცილებით დიდი ჩართულობა გვჭირდება ამ კრიზისიდან გამოსასვლელად,- ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, ის ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებს სოლიდურობას არ უწუნებს, თუმცა მიიჩნევს, რომ პროცესში გაცილებით ფართომასშტაბიანი ჩართულობაა საჭირო, რადგან აქ საუბარი არა მხოლოდ არჩევნებზე, არამედ ქვეყნის გეოპოლიტიკურ ორიენტაციაზეა.

„თუ გავითვალისწინებთ რა ხდება ჩვენი ქვეყნის გარშემო, რა ტენდენციებია და სად შეიძლება აღმოვჩნდეთ, თუ სწრაფად არ ვიმოქმედეთ და ჩვენი პარტნიორები სწრაფად არ ჩაერივნენ, ჩვენ ამ მიმართულებით, რაც ბიძინა ივანიშვილის სცენარია, ნელ-ნელა მივდივართ საკმაოდ სერიოზული რუსული გავლენის ქვეშ. ძალიან ბევრი ფაქტორია იმისა, რომ მიხვდე როგორი დამოკიდებული გახდი შენ ისევ რუსეთის ბაზარზე, ელექტროენერგია იქნება ეს, ღვინის გაყიდვა იქნება ეს, ანაკლიის პროექტის ჩავარდნა იქნება, თუ ამერიკელი ინვესტორების ინვესტიციების ექსპროპრიაცია, ამას ემატება ქვეყნის შიგნით კორუფცია, რაც არის პირდაპირი სქემა - ისეთივე მართვის სტრუქტურაა, როგორიც რუსეთშია, როცა ყველა გასვრილია და თავისუფალ აზრს კარგავ, იმიტომ, რომ თავისუფალი ადამიანები არ არიან და ამას დავამატოთ ფუნქცია - რა აქვს ქვეყანას ამ ვითარებაში, როდესაც რეგიონში სულ რამდენიმე ასეულ კილომეტრში რუსული ბაზა განთავსდა ჩვენს მეზობელ ქვეყანაში და როცა რუსეთი, ირანი, თურქეთი, აზერბაიჯანი რაღაც ახალ ალიანსზე საუბრობენ, ამიტომ ჩვენ ძალიან მკაფიოდ თუ არ დავიწყეთ მოქმედება და რაც შეიძლება სწრაფად, უბრალოდ ძალა არ გვეყოფა, რომ ამდენ გამოწვევას გაუმკლავდე საერთაშორისოს და შიდას“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისი თქმით, პრაგმატულად რომ შევხედოთ, ამერიკელებსაც და ევროპელებსაც საქართველო სჭირდებათ როგორც სტაბილური ქვეყანა და მათ არ ეგონათ, რომ ეს არჩევნები იქნებოდა მსგავს დონეზე გაყალბებული.

„ან ეგონათ და მიგვითითეს კიდეც, რომ რა მოხდა 30 წლის განმავლობაში ამ სიტუაციაში იყავით და რაღა ახლა მოგივიდათო - ეს არის ჩემთვის ძალიან შემაშფოთებელი სიგნალი, იმიტომ, რომ ეს ნიშნავს, რომ მე ახალი ცხოვრების დაწყება მინდა, მე მინდა გამოვიდე ძველი ცუდი ტრადიციიდან, სადაც ხმები იპარებოდა და ამ დროს, ვიღაც მიგანიშნებს, რომ რა მოხდა შედი პარლამენტში და იქ იბრძოლეო. როგორ უნდა იბრძოლო პარლამენტიდან შენი უფლებების დასაცავად, როცა ის ადამიანები სხედან, რომლებმაც შენი უფლებები წაგართვეს? ამიტომ განაცხადა „ლელომ“ პირველსავე დღეს, რომ ჩვენ გამყალბებლებთან შიგნით არ შევალთ. ვფიქრობ, რომ დასავლელმა პარტნიორებმა უკვე შეიცვალეს აზრი, პირველივე რაუნდის დროს განვაცხადე, რომ თვითონ ის ფაქტი, რომ შეერთებული შტატების ელჩი და ევროკავშირის ელჩი ამ მოლაპარაკების მაგიდასთან არიან ეს ნიშნავს, რომ პრობლემა არსებობს, პრობლემა რომ არ არსებობდეს, ისინი ფასილიტატორები არ იქნებიან“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა