დავით სერგეენკო - ოპოზიციური ერთიანობა რეალურად არც არასდროს ყოფილა

ოპოზიციური ერთიანობა რეალურად არც არასდროს ყოფილა. ამ შემთხვევაში, ელენე ხოშტარიამ, რა არგუმენტებით ისარგებლა, ჩემთვის უცნობია, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა პარტია "ევროპული საქართველოდან" ელენე ხოშტარიას წასვლის შესახებ.

სერგეენკოს თქმით, ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილების შესახებ მედიიდან გაიგო.

"რაღაც საფუძვლების წარმოშობის მიზეზზე საუბარი გამიჭირდება. მნიშვნელობა არ აქვს, ამას გადინებას დავარქმევთ, თუ რაიმე ერთიანობის მსხვრევას. ჩემი აზრით, ოპოზიციური ერთიანობა რეალურად არც არასდროს ყოფილა. ამ შემთხვევაში, ელენე ხოშტარიამ, რა არგუმენტებით ისარგებლა ჩემთვის უცნობია", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ცნობისთვის, ელენე ხოშტარიამ „ევროპული საქართველო“ დატოვა. როგორც ხოშტარია აცხადებს, გადაწყვეტილება მიიღო, დაიწყოს დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება და ქმნის ახალ პოლიტიკურ პლატფორმას. ამასთან, ხოშტარიას თქმით, რჩება ოპოზიციურ ერთობაში და პარლამენტში შესვლას არ გეგმავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა