გია ვოლსკი - ელენე ხოშტარია ცდილობს, იმიჯი გადაირჩინოს და იმ ხალხს დაშორდეს, რომელიც ამ პერიოდში ღრიალით, შეძახილებით გამოირჩევა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, “ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრი ელენე ხოშტარია პარტიიდან წავიდა, რადგან იმიჯის გადარჩენას ცდილობს. ამის შესახებ ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, რამდენად წარმატებული იქნება ხოშტარიას მისწრაფება არ იცის.

"მე ვფიქრობ, ელენე ხოშტარია მაინც ცდილობს, თავისი იმიჯი გადაირჩინოს და იმ ხალხს დაშორდეს, რომელიც ამ პერიოდში ღრიალით, შეძახილებით გამოირჩევა. იმ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია: ბიუჯეტის მიმართ დამოკიდებულება, ადამიანის უფლებების მიმართ დამოკიდებულება, ეს გაერთიანება მიუხედავად იმისა, რომ სახელი შეიცვალა შორს არ ჩავარდნილა იმ ხიდან, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ სახელითაა ცნობილი. ვფიქრობ, სწორედ ეს ამოძრავებს ელენე ხოშტარიას, თუმცა რამდენად წარმატებული იქნება თავის მისწრაფებაში, არ ვიცი“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ელენე ხოშტარიამ „ევროპული საქართველო“ დატოვა. როგორც ხოშტარია აცხადებს, გადაწყვეტილება მიიღო, დაიწყოს დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება და ქმნის ახალ პოლიტიკურ პლატფორმას. ამასთან, ხოშტარიას თქმით, რჩება ოპოზიციურ ერთობაში და პარლამენტში შესვლას არ გეგმავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო