ფინანსთა მინისტრის მოადგილე - დაგვჭირდება საკმაოდ მკაცრი გეგმა, რომ ვალი ჩამოვიყვანოთ იმ მაჩვენებელზე, რომელიც ურისკო იქნება გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისთვის

პანდემიის პერიოდი გადაივლის, ჩვენ დაგვჭირდება საკმაოდ მკაცრი გეგმა იმისათვის, რომ ვალი ჩამოვიყვანოთ იმ მაჩვენებელზე, რომელიც ურისკო იქნება ჩვენი გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისთვის, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობის ვალის ნაწილში ქვეყანა თითქმის მიუახლოვდა 60%-იან ზღვარს და მომდევნო წელს შეადგენს 60.1 პროცენტს.

„მიუხედევად იმისა, რომ აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში მოხდა ვალის ზრდა და ეს იყო უფრო დიდი მოცულობის, ვიდრე თუნდაც 2008 -2009 წლების კრიზისის პერიოდში, ჩვენთვის ეს მაჩვენებელი მაინც არ არის სასურველი. ჩვენი ყველა მცდელობა მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ ვალი შევამციროთ. ბიუჯეტთან ერთად წარმოდგენილია ოთხწლიანი გეგმა, სადაც ასახულია როგორც დეფიციტის, ისე ვალის შემცირების მაჩვენებელიც. კანონის მოთხოვნით, ვალი 57 პროცენტამდე, ანუ 60 პროცენტიანი ზღვარის დაბლა ჩამოდის, თუმცა ეს მაინც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ჩვენ უნდა შევამციროთ ვალის მაჩვენებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მუდმივად ამ დონეზე ვალის ყოფნა, რა თქმა უნდა, მომავალში რისკებს შეუქმნის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ.

ვლადიმერ ფესენკო - უკრაინის გარეშე უკრაინის მომავალზე შეთანხმების ნებისმიერი მცდელობები დამარცხებისთვისაა განწირული
დავით თვალაბეიშვილი - ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიაციის გაგრძელებას და მოვუწოდებთ მასში ჩართულ ყველა მონაწილეს, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2021
თორნიკე შარაშენიძე - ხელისუფლების სერიოზული შეცდომა იყო ვაშინგტონისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში აშშ-ს ელჩის დადანაშაულება, შესაძლოა, ეს ამბავი მათ მომავალში ცუდადაც კი დაუბრუნდეთ
პირველად საქართველოში - დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში უნიკალური ოპერაცია ჩატარდა
მინერალური წყალი „ბორჯომი“ ახალ კამპანიას იწყებს
„სინერჯი“ თევზის კომპანია „უმალის“ პარტნიორი გახდა
დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრმა ამჯერად ახალი ამბულატორიული ცენტრი აჭარის რეგიონში, ბათუმში გახსნა