გია ვოლსკი - როგორც წლების შემდეგ ბერლინის კედელი დაიშალა, მავთულხლართები აღარ იარსებებს

როგორც წლების შემდეგ ბერლინის კედელი დაიშალა, მავთულხლართები აღარ იარსებებს , - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სოფელ ფახულანთან რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებულ ახალ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს.

ვოლსკის თქმით, როგორც ბერლინის კედელი დაინგრა, ასევე აღარ იარსებებს მავთულხლართები.

“ეს არის უმძიმესი დანაშაულებრივი შეცდომა, თუ არა დანაშაული ყოველგვარი შეცდომის გარეშე, თუ არა კონსპირაცია, რაც მოხდა 2008 წელს. უმძიმესი ბრალდებები ისმოდა, ისმის და ამ ბრალდებებს აქვს საფუძველი, თუ რატომ არ გაყვა სააკაშვილის ხელისუფლება, ჩვენი დასავლელი პარტნიორების საგზაო რუკას, სამოქმედო სტრატეგიას და შედეგს ჩვენ ყოველდღე ვიმკით, მათ შორის მავთულხლართების გაბმით, ხალხის გატაცებებით, რაც არის ოკუპაციის ესეთი მძიმე, ბოროტი სახე. რასაკვირველია, ამას არავინ შეეგუება და ისევე, როგორც წლების შემდეგ დაიშალა ბერლინის კედელი მავთულხლართები აღარ იარსებებს. ვფიქრობ, რომ უფრო მალე ვიდრე სხვა პროგრესული მოვლენები, რომელსაც უახლოეს ისტორიაში ჰქონდა ადგილი. მე დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება სწორად აფასებს შექმნილ რთულ ვითარებას და დარწმუნებული ვარ, რომ არავის, არც დღევანდელ თაობაში და არც მომავალ თაობაში ექნება განცდა, რომ ეს ტერიტორია დაკარგულია ან ოკუპანტმა თავისი სტრატეგიული სამხედრო ინტერესები გაატაროს ამ რეგიონში. როცა აქვთ შესაძლებლობა მაშინ განაახლებენ. როდესაც სერიოზული ბრალდებებია ჩვენი მხრიდან “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ, სწორედ მაშინ ხდება მაშველი რგოლის გადმოგდება საოკუპაციო ძალის მიერ”, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, უკანონო ბორდერიზაციის შესახებ განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა.

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების ე.წ. საგუშაგოსთან, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკვე არსებული მავთულხლართების უკან, განხორციელდა ახალი უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი. საოკუპაციო რეჟიმმა გაავლო ახალი მავთულხლართები, ასევე მათ მიერ დამონტაჟდა ახალი კონსტრუქციები. საოკუპაციო ძალების აღნიშნული ქმედება წარმოადგენს მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯს, რაც კიდევ უფრო მეტ პრობლემებს უქმნის მოსახლეობას თავისუფალი გადაადგილების კუთხით და აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

საკითხთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და საერთაშორისო პარტნიორები“, - აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა