ჯოზეფ ბორელი - ვაქცინის დასავლელ მწარმოებლებს რუსეთის მედიაში ღიად დასცინიან, რაც მიმართულია ქვეყნებზე, სადაც რუსეთს თავისი ვაქცინის გაყიდვა სურს

რუსეთის მედიამ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია კოვიდ -19-ის წინააღმდეგ ევროპული და ამერიკული ვაქცინების შესახებ იმ ქვეყნებში, სადაც თავისი პრეპარატის გაყიდვა სურთ. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელიმ განაცხადა.

„ვაქცინის დასავლელ მწარმოებლებს ღიად დასცინიან რუსეთის მრავალეროვან მედიაში, რასაც ზოგიერთ შემთხვევაში მივყავართ აბსურდულ განცხადებებამდე, რომ ვაქცინა ადამიანებს მაიმუნებად აქცევს. ასეთი საუბრები აშკარად არის მიმართული ქვეყნებზე, სადაც რუსეთს სურს თავისი ვაქცინის „სპუტნიკ“ -ის გაყიდვა“ , - წერს ბორელი თავის ბლოგში.

მისივე თქმით, ასეთი ქმედებები საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობას კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა