გიგა ბოკერია - 2022 წლის არჩევნებზე საუბარი ტაქტიკურად სწორად საერთოდ არ მიმაჩნია, მაგრამ განცხადებები ხაზარაძეზე დაუმსახურებელი და არაკორექტულია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი ოპოზიციაში აღარ ითვლება. ამის შესახებ ბოკერიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა.

მისივე თქმით, ელისაშვილი ყველანაირ ტალახს ისვრის და ამით კობახიძესა და „ქართულ ოცნებას“ ძალიან ჰგავს.

მანვე აღნიშნა, რომ ელისაშვილის სტილია: ენას ძვალი არ ჰქონდეს - იჭორაოს, ტყუილები მოიგონოს.

"ელისაშვილი ოპოზიციაში აღარ ითვლება. ჩემი შეფასებაა, რომ ალეკო ელისაშვილს ოპოზიციაში არ მივიჩნევ. ეს ხომ იმ ტალახის სროლა არ არის, როდესაც ვიღაცას, რაღაცას აბრალებ?! ესაა ჩემი შეფასება. ეს არ არის მისი უფლებების შეზღუდვა! თვითონ ხომ ყველაფერს კადრულობს?! ყველანაირ ტალახს ისვრის, ამით კობახიძესა და „ქართულ ოცნებას“ ძალიან ჰგავს. ეს მისი სტილია, ენას ძვალი არ ჰქონდეს - იჭორაო, ტყუილები მოიგონო. თქვენ მეკითხებით, რას შეიძლება გულისხმობდეს კობახიძე?! კობახიძე ზუსტად შეიძლება გულისხმობდეს, ოპოზიციაში ამ უმცირესობების განცხადებებს. დანარჩენ სხვა პოლიტიკურ პარტიებზე მე არ ვისაუბრებ“, - განაცხადა ბოკერიამ.

ბოკერია ასევე, „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ხელახალი არჩევნები 2022 წელს უნდა ჩატარდეს. მისი თქმით, „ლელოს“ ლიდერის განცხადება პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებმა არასწორად გაიგეს.

ბოკერიამ გადაცემაში ასევე აღნიშნა, რომ ხაზარაძის მისამართით გამოთქმული პოზიციები დაუმსახურებელი და არაკორექტულია.

„მე მგონია, რომ ბატონი ხაზარაძის განცხადება არასწორად გაიგეს. ჩემი აზრით, ბევრად უფრო გონივრული და ქვეყნისთვის ნაკლებად სარისკო, მათ შორის ივანიშვილისთვისაც იქნება, თუ არჩევნები შემდეგ წელს და რაც შეიძლება სწრაფად ჩატარდება. აქვე მინდა ხაზი გავუსვა, ბატონი ხაზარაძის განცხადებაზე კომენტარი ძალიან არაკორექტული და ქვეყნისთვის საზიანო იყო. შეიძლება არ ეთანხმებოდე, მაგალითად, ახლა მეც ვთვლი, რომ საუბარი 2022 წლის არჩევნებზე ტაქტიკურად სწორად საერთოდ არ მიმაჩნია. იმიტომ, რომ ყველაფრის გათვალისწინებით, მიმაჩნია, რომ პრინციპულად სწორია, სწრაფად ჩატარდეს არჩევნები და როგორ მივაღწევთ და რა ტემპით ამას ჩვენი და საზოგადოების მოქმედებაზეა დამოკიდებული. მაგრამ ამის გამო, ამ ტიპის განცხადებები ხაზარაძეზე დაუმსახურებელი და არაკორექტულია“, - განაცხადა ბოკერიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს