ეკატერინე ტიკარაძე - COVAX ფონდთან გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც COVID-19-ის ვაქცინის შესყიდვისთვის საქართველოს დახმარებას ითვალისწინებს

საქართველომ კოვიდ 19-ის ვაქცინისთვის უკვე გადარიცხა 16 000 000 ლარი, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 2020 წლის ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, საქართველომ მოსახლეობის 20%-ის იმუნიზაციისთვის საჭირო ვაქცინების დროულად მოწოდების უფლება მიიღო.

„სექტემბერში სამინისტრომ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა. COVAX ფონდთან გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს დახმარებას COVID-19-ის ვაქცინის შესყიდვისთვის. ამ მიზნით, უკვე გადაირიცხა 16 000 000 ლარი, რითაც საქართველომ, მოსახლეობის 20%-ის იმუნიზაციისთვის საჭირო ვაქცინების დროულად მოწოდების უფლება მიიღო. ვაქცინაციის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, უკვე შეიქმნა შესაბამისი უწყებათაშორისი კომიტეტი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს