ბორჯომ-ხარაგაულისა და თუშეთის ეროვნული პარკები ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების გამარჯვებულია

საქართველოში, ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაში - Welcome to Georgia! ბორჯომ-ხარაგაულისა და თუშეთის ეროვნულმა პარკებმა ტიტული „ყველაზე მრავალფეროვანი დაცული ტერიტორია“ მოიპოვეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, წელს, ჯილდოს მისაღებად, კონკურსში 11 დაცული ტერიტორია იყო ჩართული. ონლაინ ხმის მიცემის შედეგად, გამოვლინდნენ ფინალისტები: კოლხეთის, ვაშლოვანის, მტირალას, მარტვილისა და ლაგოდეხის ეროვნული პარკები.

გამარჯვებულები საერთაშორისო და ქართველი პროფესიონალებისგან შემდგარმა ჟიურიმ დაასახელა.

როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ბესიკ კუსიდიმ აღნიშნა, ისეთი მნიშვნელოვანი კონკურსები, როგორიც ტურიზმის ეროვნული დაჯილდოებაა, ხელს უწყობს ეკოტურიზმის პოპულარიზაციას.

“ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების დამფუძნებლის განცხადებით, წელს, პირველად, კონკურსი სახეცვლილი ფორმატით ჩატარდა და მისი მიზანი იყო მოტივაციის ამაღლება. სწორედ ამიტომ დასახელდა ორი გამარჯვებული, რაც ხელს შეუწყობს ამ უნიკალური ეროვნული პარკების ცნობადობის კიდევ უფრო გაზრდას. Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში არსებული ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაა, რომელიც საქართველოში 2015 წლიდან ტარდება. ღონისძიებამ წარმატებით დაიმკვიდრა თავი, როგორც უნიკალურმა პლატფორმამ ქვეყნის ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის განვითარებაში”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო