კოვიდგადატანილი პაციენტები კლინიკა „ნიუმედში“ პულმონოლოგის უფასო კონსულტაციას მიიღებენ

კოვიდგადატანილი პაციენტები კლინიკა ,,ნიუმედში” პულმონოლოგის უფასო კონსულტაციას მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკა ,,ნიუმედი” ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პაციენტებმა, რომლებმაც გადაიტანეს კოვიდინფექცია, განსაკუთრებით უსიმპტომოდ მიმდინარე ან მსუბუქად გადატანილ შემთხვევებში, სასურველია ჩაიტარონ რუტინული კვლევები, რათა დადგინდეს რა კვალი დატოვა ფილტვებში ვირუსულმა ინფექციამ. ამ მიზნით კლინიკა “ნიუმედი” მომხმარებელს სპეციალურ პროგრამას სთავაზობს.

პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელი წინაპირობაა: COVID-19-ის დადასტურებიდან გასული უნდა იყოს 5/6 დღე; უნდა წარმოადგინოთ (PCR) ან ანტიგენის ტესტით მიღებული პასუხი. პროგრამის ფარგლებში მიიღებთ შემდეგ მომსახურებას: პულმონოლოგის უფასო კონსულტაცია (გასცემს დანიშნულებას და ჩაერთვება სარეაბილიტაციო პროცესებში); სისხლის საერთო ანალიზი -50% იანი ფასდაკლებით; საჭიროების შემთხვევაში(ექიმის დანიშნულებით) ფილტვის კომპიუტერული ტომოგრაფია 50% ფასდაკლებით.

"კლინიკა ნიუმედის მომხმარებლად დასარეგისტრირებლად გადადით შემდეგ ბმულზე: ან დაგვიკავშირდით:მის: მარიჯანის 4 ტ:2 14 14 10”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზვიად კირტავა - ფრთხილი ოპტიმიზმი შეიძლება მქონდეს, რომ შევძლებთ მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაციას, მაგრამ ჯერჯერობით ფრთხილი, - გეგმა არ გვინახავს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2021
რა გეგმები აქვს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და რა პროგრამებს სთავაზობს სტუდენტებს? - ინტერვიუ უნივერსიტეტის კანცლერ მაგდა მაღრაძესთან
ბათუმში ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი ცენტრი აშენდება
2020 წელს ინტელიექსპრესის მიერ საქართველოში შემოტანილი ფულადი გზავნილების მოცულობამ 265 მილიონ დოლარს გადააჭარბა
ეფექტური გზა რესპირაციული ინფექციების პრევენციისთვის