საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 012 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 012 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 451 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 313 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 138 PCR ტესტით.

"ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 012 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 224 155-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 638 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 208 951-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 25 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 443 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 012 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 837 შემთხვევა, აჭარა - 125, იმერეთი - 367, ქვემო ქართლი - 132, შიდა ქართლი - 144, გურია - 31, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 155, კახეთი - 147, მცხეთა-მთიანეთი - 34, სამცხე-ჯავახეთი - 28, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 12.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 735, საიდანაც, 5 480 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 570, აჭარაში - 488, იმერეთში - 1 055. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 001 პირი, მათ შორის, თბილისში - 513, აჭარაში - 101, იმერეთში - 209. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 346 პირი, მათგან თბილისში - 188, აჭარაში - 29, იმერეთში - 52. 1 287 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 478- თბილისში, 569 - აჭარაში, 92 - იმერეთში. 5 968 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 401 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 209, აჭარაში - 92, ხოლო იმერეთში - 13. სულ 6 ოქტომბრიდან - 28 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 037 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 33 920 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 19 453 პირი, აჭარაში - 2 942, იმერეთში - 3 865", - ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს