პრემიერი - რაც უფრო მალე გვექნება ვაქცინა, მით უფრო სწრაფად დავამარცხებთ ამ ეპიდემიას

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რატომ გახდა წერტილოვანი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა. როგორც მან განაცხადა, ინფიცირებულთა რაოდენობის რიცხვის დაბალი მაჩვენებელი მოსახლეობის დამსახურებაა.

ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ ჰოსპიტალური და ჯანდაცვის სისტემა საკმაოდ მდგრადია, რომელსაც დღეს შეუძლია კიდევ უფრო დიდ გამოწვევებს უპასუხოს.

„სამწუხაროდ, სულ რაღაც ერთი თვის წინ ინფიცირების გავრცელება საკმაოდ მაღალი გვქონდა, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ევროპაში. კონკრეტული, წერტილოვანი შეზღუდვების შედეგად ჩვენ დღეს გარკვეული შედეგები გვაქვს, მაგრამ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ აქ მხოლოდ შეზღუდვებზე არ არის საუბარი. ეს შეზღუდვები ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა შეასრულონ და დღეს თუ გვაქვს პირდბადის ტარება 70% საერთაშორისო გამზომი ორგანიზაციების შეფასებით, ეს ჩვენი მოქალაქეების დამსახურებაა და მათ პირველ რიგში მადლობა უნდა გადავუხადოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის, მოგეხსენებათ,რომ ჩვენ მაქსიმალურ ციფრებს მივაღწიეთ ნოემბრის მეორე ნახევარში, როდესაც დღეში გვყავდა 5 ათასზე მეტი ინფიცირებული. თუმცა, დღეს ეს ციფრი არის 2 012, ეს ყველას ერთობლივი მიღწევაა. როდესაც ჰოსპიტალურ სექტორში გვაქვს 2 ათასი თავისუფალი ადგილი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჰოსპიტალური, ჯანდაცვის სისტემა საკმაოდ მდგრადია და დღეს შეუძლია კიდევ უფრო დიდ გამოწვევებს უპასუხოს, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არის რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა შევასრულოთ, მაგალითად, ეს არის მარტივი წესების დაცვა, პირბადე. რაც უფრო მაღალია პირბადის ტარების პროცენტი, მით უფრო დაბალია გავრცელება. რაც უფრო მეტი ტესტირება გაკეთდება, მით უფრო სწარაფი იქნება გამოვლენა და შესაბამისად, მკურნალობა. საბოლოოდ, რაც უფრო მალე გვექნება ვაქცინა, მით უფრო სწრაფად დავამარცხებთ ყველანი ერთად ამ ეპიდემიას“,-განაცხადა გახარიამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს