პრემიერი - პოლიტიკური კრიზისი მოკლევადიანია და ამას კრიზისს ვერც დავარქმევდი - გაივლის დრო და არავის ემახსოვრება, ვინ შევიდა პარლამენტში ან ვინ თქვა შესვლაზე უარი

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეფასებით, დღეს ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას „კრიზისს ვერ დაარქმევდა“.როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური და ეკონომიკური კრიზისის დაძლევა.

ამასთან, გიორგი გახარიას თქმით, გაივლის დრო და არავის ემახსოვრება, კონკრეტულად ვინ შევიდა პარლამენტში ან ვინ თქვა შესვლაზე უარი.

„ადამიანურად მიმაჩნია, რომ ეპიდემიოლოგიური და ეკონომიკური კრიზისი ყველაზე მნიშვნელოვანია. მესმის, რომ პოლიტიკური კრიზისი ასევე მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არის ძალზედ მოკლევადიანი, მიმდინარე და მე ვერც დავარქმევდი ამას კრიზისს. პარლამენტი ფუნქციონირებს, მთავრობა ფუნქციონირებს, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება შეზღუდული არ არის, დემოკრატიული პროცესი ვითარდება. შესაბამისად, დღეს ჩემთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ეპიდემიასთან და ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავებაა. მერწმუნეთ, გაივლის დრო და არავის ემახსოვრება ის, რასაც თქვენ ახლა პოლიტიკურ კრიზისს ეძახით. უფრო მეტსაც გეტყვით, არავის ემახსოვრება კონკრეტულად ვინ შევიდა პარლამენტში ან ვინ თქვა შესვლაზე უარი. ყველას ემახსოვრება ერთადერთი რამ, როგორ გაუმკლავდება ქვეყანა ეკონომიკას და ეკონომიკურ კრიზისს. დღეის მდგომარეობით, პრიორიტეტების ნუსხაში ეს ორი საკითხი დგას პირველ რიგებში და სხვა ყველაფერი შემდგომ’, - განუცხადა გახარიამ ჟურნალისტებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა