პრემიერი ოპოზიციაზე - შეთავაზება მექნებოდა ერთი: დროზე შევიდნენ პარლამენტში

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ოპოზიციურ სპექტრს პარლამენტში შესვლა კიდევ ერთხელ შესთავაზა. როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებას მოქალაქეები შემდგომ არჩევნებზე შესაბამისად შეაფასებენ.

„შეთავაზება მექნებოდა ერთი - დროზე შევიდნენ პარლამენტში, ჩვენმა მოქალაქეებმა რა პასუხისმგებლობაც დააკისრეს, ის პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღონ და შეასრულონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი მოქალაქეები შესაბამის შეფასებას მისცემენ შემდგომ არჩევნებზე. ამაში დარწმუნებული ვარ, ყველანაირი ირონიის გარეშე. მე არ მითქვამს, რომ ყველას დაავიწყდება, რა იყო მნიშვნელოვანი, თქვენ ასევე არ დაგავიწყდებათ, კიდევ ბევრ ადამიანს არ დაავიწყდება, მათთვის ქვეყნის პრიორიტეტების სიაში შეიძლება იყოს ეს საკითხი. ჩემთვის პირველ ადგილზე იქნება ჩემი მოქალქეების ჯანმრთელობა და მათი სამუშაო ადგილები“,-განაცხადა გახარიამ.

კითხვაზე, ხომ არ მართავს ხელისუფლება მოლაპარაკებებს პარტია "მოქალაქეების" ლიდერ ალეკო ელისაშვილთან, გახარიამ განმარტა, რომ არავისთან მოლაპარაკებებში არ მონაწილეობს.

„მე არავისთან მოლაპარაკებებში არ ვმონაწილეობ და არავითარი მოლაპარაკებების შესახებ არ ვიცი“,-განაცხადა გახარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო