ნათია თურნავა - არ გამოვრიცხავთ, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების რაოდენობა გაიზარდოს - შემდეგი ერთი წელი იქნება პოსტკრიზისული წელი, ყველაზე მძიმე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირება შემდეგი ერთი წლის განმავლობაში მოხდება, რაც ბიუჯეტშიც აისახება. მან დღევანდელ ბრიფინგზე არ გამორიცხა, რომ ქვეყანაში სოციალურად დაუცველი ოჯახების რაოდენობა გაიზარდოს.

„ტარიფის სუბსიდირება შემდეგი ერთი წლის განმავლობაში მოხდება, რაც ბიუჯეტში აისახება. აქედან გამომდინარე, ერთწლიანი გეგმა გვაქვს ამასთან დაკავშირებით. ასევე შეგახსენებთ, რომ შემდეგი ერთი წელი იქნება პოსტკრიზისული წელი, ყველაზე მძიმე. ნამდვილად სწორი და გამართლებულია, რომ იმ შეზღუდული ბიუჯეტიდან, რომელიც გვაქვს და ისედაც დატვირთულია სოციალური პროგრამებით, გამოვნახოთ თანხები იმისთვის, რომ მოსახლეობას დამატებითი წნეხი თავიდან ავარიდოთ.

სამწუხაროდ, არ გამოვრიცხავთ, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების რაოდენობა გაიზარდოს იმიტომ, რომ საკმაოდ რთული ვითარებაა. ამას ზოგადად მსოფლიოში ვხედავთ. ჩვენი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად შევუმციროთ მათ დამატებითი დანახარჯები. პარალელურად, ვასრულებთ ყველა იმ ვალდებულებას, რაც ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით გაცემული გვქონდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ზამთრის პერიოდში, 4 თვის განმავლობაში პრაქტიკულად სრულად ხდება გარკვეული კატეგორიის სუბსიდირება“,-განაცხადა თურნავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა