სამგორის რაიონის გამგეობამ წმინდა ბარბარეს უბანში საგზაო ინფრასტრუქტურის კაპიტალური რეაბილიტაცია განახორციელა

სამგორის რაიონის გამგეობამ წმინდა ბარბარეს უბანში საგზაო ინფრასტრუქტურის კაპიტალური რეაბილიტაცია განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ასფალტის საფარი დაიგო ნაკადულის პირველ და მეორე გასასვლელებში, ასევე, მოწესრიგდა მიმდებარე ქუჩები. პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი დაიგო 10 000 კვ. მ ფართობზე, მოეწყო ბორდიური და ტროტუარებიც. ასევე, ორი დამჭერი კედელი და საცხოვრებელ კორპუსებთან მისასვლელი ორი კიბე დამონტაჟდა.

"სამუშაოების დასკვნით ეტაპს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე ადგილზე გაეცნო. საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, გასულ წელს სამგორის გამგეობამ მიწისქვეშა კომუნიკაციები მოაწესრიგა. წმინდა ბარბარეს უბანში ყველა ქუჩაზე სანიაღვრე ქსელები მოეწყო. საგზაო სამუშაოები სამგორის რაიონის გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ „ენდი როუდი“ განახორციელა. პროექტის შესასრულებლად გამგეობის ბიუჯეტიდან 882 000 ლარი გამოიყო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს