ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, დღეს გახდება ცნობილი, ელექტროენერგიის სუბსიდირებისთვის ბიუჯეტის პროექტის რომელ მუხლებს შეეხება ცვლილება

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, დღეს, 2021 წლის ბიუჯეტის განხილვის შემდეგ გახდება ცნობილი, ელექტროენერგიის სუბსიდირებისთვის ბიუჯეტის პროექტის რომელ მუხლებს შეეხება ცვლილება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ტარიფის ზრდა განსაკუთრებით მოსახლეობის მოწყვლად ჯგუფებს არ შეეხოს. რაც შეეხება თავად ბიუჯეტის პროექტს, კოვზანაძის განცხადებით, ხელისუფლებას აწუხებს ის მაკროეკონომიკური პარამეტრები, რაც ბიუჯეტშია.

"ეს არის მაღალი დეფიციტი და ასევე საგარეო ვალი, კრიტიკული მაჩვენებლები. ეს გამოწვეულია იმით, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია, მესამე კვარტალია, რომ არის რეცესია, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს მოსახლეობას სჭირდება დახმარება, არის ბიზნესისთვის გათვალისწინებული მთელი რიგი პროგრამები, ამ პროგრამებიდან გამომდინარე ბიუჯეტში ჩადებულია ის სოციალური ვალდებულებები, რაც გამოცხადდა",- განაცხადა კოვზანაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტი დღეს განიხილავს და კენჭს უყრის 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს. ამასთან, შეგახსენებთ, რომ ამ ბიუჯეტიდან მთავრობა გეგმავს 2021 წელს ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის სუბსიდირებას.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა