ირაკლი მეზურნიშვილი ფინანსთა მინისტრს - რა სცენარის მოლოდინი გაქვთ, რომ შევძლოთ საგარეო ვალის ეტაპობრივად შემცირება?

რა სცენარის მოლოდინი გაქვთ, რომ ჩვენ შევძლოთ საგარეო ვალის ეტაპობრივად შემცირება და ამასთან ერთად საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებაც? - ამ კითხვით მიმართა პარლამენტის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე,სადაც 2021 წლის ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობს.

დეპუტატის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველო საგარეო ვალს აკონტროლებდა და სტაბილური იყო სიტუაცია, მაგრამ პანდემიამ აიძულა ქვეყანა, რომ მიახლოებოდა ე.წ. ზედა ზღვარს.

„მესმის, რომ ბევრი წარმატებული ქვეყანაც ევროპაში ამ ზღვარს გადასცდა უკვე, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ განვითარებულ ქვეყნებში ზოგადად სახელმწიფო ვალი სტრუქტურულად 2 ნაწილად იყოფა, ეს არის საშინაო და საგარეო ვალი. ამ პარამეტრში სხვა განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით ჩვენთან უფრო სახიფათო სიტუაციაა, რადგან ჩვენი საგარეო ვალის სტრუქტურა არის დაახლოებით 80% - 20%-ზე. ეს ნიშნავს იმას, რომ 80% არის წმინდა საგარეო ვალი. რაც ნიშნავს, რომ ჩვენი ეროვნული ვალუტის ნებისმიერმა დევალვაციამ შეიძლება გამოიწვიოს კიდევ უფრო მკვეთრი ზრდა ამ საგარეო ვალის, რომელიც დღეს არის 60%-ზე, ხვალ შეიძლება გახდეს 63-65% იმ შემთხვევაში თუ ლარის მკვეთრი დევალვაცია მოხდება. აქედან გამომდინარე ჩემი კითხვაა, რა სცენარის მოლოდინი გაქვთ თქვენ? რა თქმა უნდა ძნელია ზუსტი პროგნოზი გავაკეთოთ თუ როგორ განვითარდება მოვლენები მსოფლიოში. როგორი სცენარის მოლოდინი გაქვთ, რომ ჩვენ შევძლოთ საგარეო ვალის ეტაპობრივად შემცირება და რა თქმა უნდა, ამასთან ერთად საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება“, - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს