ივანე მაჭავარიანი - 2021 წელი პრივატიზაციაში გარღვევის წელი ალბათ,  ვერ იქნება

2021 წელი პრივატიზაციაში გარღვევის წელი ალბათ, ვერ იქნება - ზოგადად წელი იმდენად მძიმეა, რომ უცხოელი ინვესტორები, ვინც ინტერესს გამოიჩენდა სხვა შემთხვევაში, უბრალოდ არ გამოჩნდება,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამის მიუხედავად სახელმწიფო პრივტიზაციას მხარს დაუჭერს და ამ მიმართულებით „აგრესიული იქნება“.

„პრივატიზაციას მხარს ვუჭერთ და ვიქნებით იმდენად აგრესიული რამდენდაც შესაძლებელია. 2021 წელი ვერ იქნება პრივატიზაციაში ალბათ, გარღვევის წელი -ზოგადად წელი იმდენად მძიმეა, რომ უცხოელი ინვესტორები, ვინც ინტერესს გამოიჩენდა სხვა შემთხვევაში, უბრალოდ არ გამოჩნდება. ნიშნავს ეს თუ არა, რომ უნდა გავაჩეროთ პროექტი? -არ ნიშნავს. ფისკალური მხარე მნიშვნელოვანია, მაგრამ არასდროს იყო პირველ ადგილზე, რამდენ ფულს ამოვიღებდით ამ წელს, მნიშვნელოვანი იყო ვის ხელში ჩავარდება და რამდენად მალე ჩაერთვება ეს აქტივი ეკონომიკურ საქმიანობაში. აქ მეორე მომენტიც არის, არიან ხალხი, მომენტს უცდიან, იაფად იღებენ და ზიან და წლები უცდიან, ეგ რა არის? ასე სახელმწიფოც აზის კრუხივით ამას და უცდის. ეგ არ არის გამოსავალი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პირველ რიგში მოხვდეს ის სწორ ხელში. მეორადია თანხა, თუმცა ესეც მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით ვიქნებით აგრესიული, თუმცა, ჩემი პირადი განცდაა, რომ საკმარისი მოთამაშე ინტერესს 2021 წელს არ გამოჩენს, ჩვენ მაინც უნდა გამოვიტანოთ, შევეცადოთ, მაგრამ თვითონ სენტიმენტებია ისე დავარდნილი, რომ ცოტა უფრო გაუჭირდება ამ ამბავს“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

მან ასევე საინვესტიციო პროექტების მიმართულებითაც ისაუბრა და აღნიშნა, არასტაბილური გარემო სუსტი პლატფორმაა ასეთი პროექტებისთვის.

„ამიტომ ჩემი მიზანია გავაჯანსაღო ის პლატფორმა, რაზეც ეს პროექტები უნდ გაკეთდეს, ამიტომ მაკროეკნომიკურად უსაფრთხო გარემო უნდა შევქმნათ, ეგ არის სტაბილური და პროგნოზირებადი გარემო, თორემ ღმერთმა დაიფაროს - საბერძნეთის მაგალითი, ლიბანის მაგალითი წლის დასაწყისში - დეფოლტი იცოდეთ, რომ მინიმუმ დეკადაა, მინიმუმ ერთი დეკადაა დაკარგული, პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ ერთი თაობა კარგავს შესაძლებლობებს და ეგეთი რისკის შემთხვევაში, "აი, საინტერესო საინვესტიო პროექტი მოვიგონე", არ არსებობს, ვერ უშველის,“- განაცხადა მაჭავარიანმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო