ანდრია გვიდიანი - თბილისის გამართული წყალმომარაგებისთვის ადეკვატური ტარიფი დადგინდა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე წყალმომარაგების კომპანიებისთვის განახლებული ტარიფები დაადგინა.

ტარიფის მატებასთან დაკავშირებით, ეკონომისტი ანდრია გვიდიანი მიიჩნევს, რომ თბილისის წყალმომარაგების სტაბილური და ხარისხიანი უზრუნველყოფისთვის ბოლო სამი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა. შესაბამისად, აუცილებელი იყო აღნიშნული ინვესტიციების და, ასევე, სამომავლო ინვესტიციების ტარიფში ასახვა.

"სტაბილური წყალმომარაგების უზრუნველყოფა კომპანიის მხრიდან მუდმივ ინვესტირებას მოითხოვს. სემეკ - ის მიერ დადგენილი ტარიფი აუცილებელია იყოს ადეკვატური იმისთვის, რომ წყალმომარაგების კომპანიამ შეძლოს საქმიანობის ეფექტურად გაგრძელება და მოსახლეობის მიმართ დაკისრებული ვალდებულებების შესრულება. რა თქმა უნდა, სამომავლო ინვესტიციების და სხვა ხარჯების ჯეროვნად ასახვის და შესაბამისად, ტარიფის ცვლილების გარეშე, სტაბილური წყალმომარეგების უზრუნველყოფა შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, მარეგულირებელი კომისიის მხრიდან ისეთი ტარიფი დადგინდა, რაც სრულად შეესაბამება კომპანიის გამართულად ფუნქციონირების საჭიროებებს. აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მთავრობამ მიიღო ტარიფის სუბსიდირების გადაწყვეტილება ისეთი ჯგუფებისთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. ცხადია, ეს გადაწყვეტილება მისასალმებელია და, ამდენად, მიმაჩნია, რომ ტარიფის ცვლილება მოსახლეობისთვის მძიმე ტვირთი არ იქნება”, - განაცხადა ანდრია გვიდიანმა.

აღნიშნულ ინფორმაციას კომპანია GWP ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა