დიზაინერი პიერ კარდენი გარდაიცვალა

ცნობილი ფრანგი დიზაინერი პიერ კარდენი 98 წლის ასაკში გარდაიცვალა.ოჯახის ინფორმაციით, დიზაინერი პარიზში, ნიუილის საავადმყოფოში დღეს დაიღუპა.

პიერ კარდენი 1922 წელს იტალიაში დაიბადა. ის ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როდესაც ემიგრაციაში საფრანგეთში წავიდა.

კარდენმა საკუთარი მოდის სახლი 1950 წელს დააარსა, რის შემდეგაც ათწლეულების განმავლობაში გლობალურ ბიზნესში საკუთარი იმპერია შექმნა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია