ანა დოლიძე - მერიამ და ეკონომიკის სამინისტრომ ოქროს უბნის რეკრეაციული ტერიტორია ბიზნესმენს სიმბოლურ ფასად გადასცა

მერიამ და ეკონომიკის სამინისტრომ ბიზნესმენ თემურ უგულავას ოქროს უბანში არსებული რეკრეაციული ტერიტორია მალულად, სიმბოლურ ფასად გადასცა, - ასე შეაფასა მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ ოქროს უბანში რეკრეაციული ზონის გასხვისების საკითხი.

დოლიძის განცხადებით, როგორც საჯარო რეესტრიდან ირკვევა, უგულავამ აღნიშნული ტერიტორია 15 დეკემბერს შეიძინა.

„ძალიან დიდი ხანია მოსახლეობა ამ ტერიტორიაზე პარკის მოწყობას ითხოვს. ჩუღურეთში განსაკუთრებით მწვავედ დგას ჰაერის დაბინძურებისა და მწვანე სივრცის ნაკლებობის პრობლემა. სამწუხაროდ, დაასრულეს თუ არა არჩევნები ჩვენმა მერიამ და ეკონომიკის სამინისტრომ, გადაწყვიტეს მოსახლეობისგან მალულად, სიმბოლურ ფასად გადაეცათ ეს ტერიტორია ბიზნესმენ თემურ უგულავასთვის. ყველაზე სამწუხარო არის ის ფორმა, რომლითაც მოხდა ამ მიწის გადაცემა - ტენდერის გარეშე, კონკურსის გარეშე, მოსახლეობასთან კონსულტაციის გარეშე, დამალულად, ისე რომ არც ვიცით რა ვალდებულებებია ჩადებული ამ ხელშეკრულებაში. მე, როგორც ადამიანი, რომელმაც არაერთხელ დავუდე ამ მოსახლეობას პირობა, რომ ხელს შევუწყობდი მწვანე სივრცის მომრავლებას ამ უბანში, მოვითხოვ, რომ გამოქვეყნდეს ის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ეს ტერიტორია გადაეცა ბატონ თემურ უგულავას. გვითხრან და უთხრან მოსახლეობას ის თანხა, რაც მან გადაიხადა ამ ყველაფერში და ის ვალდებულებები, რომელიც მან აიღო ამ ტერიტორიასთან და ამ უბანთან მიმართებაში. ამ ვალდებულებებში აუცილებლად უნდა იყოს მოხსენიებული მწვანე, რეკრეაციული, დასასვენებელი სივრცის მოწყობა მოსახლეობისთვის“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ანა დოლიძის კომენტარს მოძრაობა "ხალხისთვის" პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო