სერგეი ლავროვმა და მევლუთ ჩავუშოღლუმ შეხვედრა გამართეს

რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები სერგეი ლავროვი და მევლუთ ჩავუშოღლუ სოჭში, თურქეთ-რუსეთის ერთობლივი სტრატეგიული დაგეგმვის ჯგუფი მე-8 შეხვედრის ფარგლებში ერთმანეთს შეხვდნენ, -ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სერგეი ლავროვმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ პანდემიის მიუხედავად რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები მჭიდრო კონტაქტებს ინარჩუნებენ.

„წელს, ვლადიმერ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი პირადად სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, ამასთან, მათ ასტანას ფორმატის ფარგლებში ვიდეო კონფერენციაშიც მიიღეს მონაწილეობა და ოცამდე სატელეფონო საუბარი გამართეს. ეს სტატისტიკა აჩვენებს, თუ რა მდიდარი დღის წესრიგია ჩვენს ურთიერთობებში“, - აღნიშნა ლავროვმა.

მისივე თქმით, თურქეთისა და რუსეთის ურთიერთობებში ამჟამად პრიორიტეტული საკითხი მთიანი ყარაბაღია.

”ჩვენ გვაქვს მდიდარი საერთაშორისო დღის წესრიგი, სირია, ლიბია, ახლო აღმოსავლეთის რეგიონის სხვა ნაწილები და მთიანი ყარაბაღის თემა, რომელიც ახლა პრიორიტეტია”, - აღნიშნა ლავროვმა.

თავის მხრივ, მევლუთ ჩავუშოღლუმ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის დიალოგი არა მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობების, არამედ რეგიონალურ კავშირების განვითარებას უწყობს ხელს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ჩვენი პოლიტიკური სპექტრის ნარატივი ინფანტილური და ფიცარივით ბრტყელია, არ გამოვრიცხავ ახალი პარტიის დაფუძნებას
ქართული პრესის მიმოხილვა 18.01.2021
როგორ გაართვა თავი განათლების სისტემამ სწავლების დისტანციურ რეჟიმს? - პირველი სემესტრის შედეგებს განათლების მინისტრის მოადგილე აჯამებს
D ვიტამინის გავლენა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე