სერგი კაპანაძე - თუ პრემიერი ვერ ხედავს პოლიტიკურ კრიზისს, პარლამენტს შეხედოს და დაინახავს ვინ არიან იქ წარმოდგენილი

„თუ პრემიერ მინისტრი ვერ ხედავს პოლიტიკურ კრიზისს, პარლამენტს შეხედოს და დაინახავს იქ ვინ არიან წარმოდგენილი, მარტო ხოტბის მსხმელი დეპუტატები და მეტი არავინ",- ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, გიორგი გახარიას განცხადებას, რომ ქვეყანაში არ არის პოლიტიკური კრიზისი და ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც პარლამენტში არ შევიდნენ, მალე დაავიწყდება ხალხს.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლების უზურპაციითა და არჩევნების გაყალბებით "ქართულმა ოცნებამ" მოახდინა პოლიტიკური პროცესის ბოლომდე მონოპოლიზება და დაადგა ავტორიტარიზმის გზას, რაც პოლიტიკური კრიზისია.

"პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ პოლიტიკური კრიზისი, მაშინ როცა ეკონომიკური კრიზისი გვაქვს, როდესაც მწვავე საბიუჯეტო კრიზისი გვაქვს, ასევე, როდესაც ვალმა გადააშორა 60%-ს, რაც არის ის ზღვარი, რომლის იქითაც უბრალოდ სესხის აღება გაგვიჭირდება, როდესაც დენის ტარიფი გააძვირეს, ამას ემატება უმწვავესი კოვიდ კრიზისი და ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც ხელისუფლება ამატებს პოლიტიკურ კრიზისს და თან ამას არ აღიარებს, ამ დროს ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ქვეყანა, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ივანიშვილი და მისი გუნდი, როცა ამ აბსოლუტურად ნათელ რაღაცებს უბრალოდ არ იმჩნევ“, - განაცხადა კაპანაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო