სერგი კაპანაძე - თუ რაიმე წინადადება არის, რომელიც „ქართულ ოცნებას“ სურს, რომ შემოგვთავაზოს, ამის ფორმატი  ელჩების მეშვეობით არსებობს და იქ უნდა გააჟღეროს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, თუ „ქართულ ოცნებას“ მოლაპარაკებების პროცესში რაიმე წინადადების შემოთავაზება სურს, ეს იმ ფორმატში უნდა გააჟღეროს, რომლის ფასილიტატორებიც აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები არიან.

სერგი კაპანაძის თქმით, ოპოზიციის 3 მოთხოვნა-ვადამდელი არჩევნები, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო რეფორმა არ შეცვლილა.

„ოპოზიციური პარტიების დამოკიდებულება მოლაპარაკებებთან და ჩვენ მოთხოვნებთან დაკავშირებით ცნობილია - ვადამდელი არჩევნები, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო რეფორმა, ეს სამი საკითხი არის ჩვენი მთავარი მოთხოვნა. ამასთან დაკავშირებით კონსულტაციაში ვართ ოპოზიციურ პარტიებთანაც და რაც მთავარია, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მეშვეობით, „ქართულ ოცნებასთან“. თუ რაიმე წინადადება არის, რომელიც „ქართულ ოცნებას“ სურს, რომ შემოგვთავაზოს, არსებობს ფორმატი ამის შემოთავაზების, ელჩების მეშვეობით და იქ უნდა გააჟღეროს. თუ რაიმე სხვა არხით ამ წინადადებას რომელიმე სხვა პარტიას აწვდის, ეს მათი საქმეა და ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს“, - განაცხადა კაპანაძემ.

მან ასევე პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან იოსელიანის განცხადება შეაფასა, რომ ის „გირჩის“ ნაწილთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. კაპანაძის თქმით, ალეკო ელისაშვილის და „გირჩის“ წევრების ერთმანეთში საუბარი მათი საქმეა და „ევროპული საქართველოსთვის“ ეს ნაკლებად საინტერესოა.

„ის, რომ ახლა ერთმანეთში ლაპარაკობენ „გირჩის“ რომელიღაც წევრები და ელისაშვილი, ეს მათი საქმეა და სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენთვის მაინც და მაინც საინტერესო არ არის“, - განაცხადა კაპანაძემ.

ცნობისთვის, პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერის ლევან იოსელიანის განცხადებით, „გირჩის“ ერთ ნაწილთან გარკვეული კონსულტაცია აქვს. როგორც იოსელიანმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში" განაცხადა, „მხოლოდ მიესალმება, თუ მათ მსგავს პარტიებს შორის კომუნიკაცია გახშირდება, რადგან ეს ღრმა პოლარიზებას წერტილს დაუსვამს“.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა