პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონს, რომლის საფუძველზეც, მთავრობას პანდემიის დროს შემზღუდავი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობა 6-თვით უგრძელდება

პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი კანონს, რომლის საფუძველზეც, მთავრობას პანდემიის დროს შემზღუდავი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობა 6-თვით უგრძელდება.

“საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილება დეპუტატებს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ გააცნო. ხუნდაძემ ქვეყანაში კოვიდ-19 გამოწვეულ ეპიდვითარებაზე და ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წარმოდგენილი პროექტით, მთავრობას 2021 წლის 1-ელ ივლისამდე გაუხანგრძლივდება ვადა, რათა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე მართოს და აკონტროლოს ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება და შესაბამისი ზომები მიიღოს.

“იმედი მაქვს, 6 თვის შემდეგ აღარ დაგვჭირდება კანონის მოქმედების ვადის გახანგრძლივება, თუმცა ამისთვის საზოგადოება ვალდებულია დაიცვას ის რეკომენდაციები და წესები, რომელსაც საკონსულტაციო საბჭო გასცემს“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა