ლევან კალანდაძე - წყალმომარაგების ახალი ტარიფი აუცილებელი რეალობით არის გამოწვეული

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის, ლევან კალანდაძის განცხადებით წყალმომარაგების ახალი ტარიფი აუცილებელი რეალობით არის გამოწვეული.

მისი თქმით, ახალ ტარიფზე გავლენა იქონია კომპანიის საინვესტიციო გეგმებმა, რაც წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განახლება-განვითარებისთვის აუცილებელ დანახარჯებს მოიცავს.

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე თბილისის, რუსთავისა და მცხეთისთვის წყალმომარაგების ახალი ტარიფები დაადგინა. ტარიფის მატება მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისთვის, რომ მოსახლეობას სტაბილური წყალმომარაგება და მომსახურების კიდევ უფრო მაღალი ხარისხი ქონდეს.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, წყალმომარაგების ტარიფის სხვაობას სოციალურად დაუცველებისთვის სახელმწიფო სრულად დაასუბსიდირებს", - აცხადებს ლევან კალანდაძე.

ინფორმაციას "ჯივიპი" ავრცელებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია