ირაკლი კობახიძე -"მთავარ არხზე"კანონის მოთხოვნა მეორედ დაარღვიეს - არ გამოვრიცხავთ სარჩელის სასამართლოში შეტანას

პარტია "ქართულმა ოცნებამ" ტელეკომპანია "მთავარი არხის" წინააღმდეგ, შესაძლოა სასამართლოს მიმართოს.როგორც "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ტელევიზიას კანონით პოლიტიკური პარტიისთვის დროის გამოყოფა ევალებოდა, რაც არ გააკეთა. კობახიძის თქმით, ამ დროის კომერციული ღირებულება მინიმუმ ასი ათასი ლარი იყო და ტელევიზიას აღნიშნული თანხის კომპენსირება მოუწევს.

"მედიამ კანონის უმარტივესი მოთხოვნა დაარღვია. კანონით ნებისმიერ მაუწყებელს მოეთხოვება, პარტიას უფასო საეთერო დრო გამოუყოს. მაუწყებელმა ეს არ გააკეთა. ამ ყველაფერს რეციდივის სახე აქვს, რადგან "მთავარ არხზე" კანონის მოთხოვნა მეორედ დაარღვიეს, ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ საჩივარი მარეგულირებელ კომისიაში შეგვეტანა. არ გამოვრიცხავთ სარჩელის სასამართლოში შეტანას. ეს კანონდარღვევა "მთავარ არხს" ძალიან მძიმედ დაუჯდება. მათ ეს ფინანსურად დაუჯდებათ მძიმედ. კანონი დაარღვიეს და ბუნებრივია, სამართლებრივ პასუხს მიიღებენ. ათი ათასობით ლარი დაუჯდებათ ის მძიმე დარღვევა, რაც ჩაიდინეს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნიკოლოზ  ვაშაკიძე - მთელი ინტრიგა იმის გარშემო ტრიალებს, რას გადაწყვეტს აშშ - შეეცდება, დაალაგოს თანამშრომლობა „ოცნებასთან“, როგორც უალტერნატივო პოლიტიკურ ძალასთან, თუ ხელი შეუწყოს ხელისუფლების ცვლილებას
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო
2 წელი რობოტული ქირურგიის დანერგვიდან ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში - ინოვაცია, რომელმაც რეგიონის სამედიცინო რეალობა შეცვალა
CashBack-ის და Mastercard-ის საგაზაფხულო შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებს
„ვისოლმა“ „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლებისთვის სპეციალური ფასდაკლება შექმნა
თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა მოსწავლეების დასაფინანსებლად საგრანტო კონკურსს აცხადებს
28 თებერვალი - განსაკუთრებული შეთავაზებები extra.ge-ზე