დავით ნარმანია რამდენიმე ფაქტორს ასახელებს, რამაც ელექტროენერგეტიკის სექტორში ტარიფების ზრდა გამოიწვია

სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, ელექტროენერგეტიკის სექტორში ტარიფის ზრდა რამდენიმე ფაქტორმა გამოიწვია, უპირველესი ფაქტორი კი არის პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე მოხმარების შემცირება.

როგორც დავით ნარმანიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, ამ პროცესზე გავლენა იქონია ლარის კურსმაც, თუმცა ის არ ყოფილა ტარიფის ზრდის გადამწყვეტი მიზეზი.

„რამდენიმე ფაქტორია, რომელმაც ელექტროენერგეტიკის სექტორში გამოიწვია ტარიფების ზრდა, თუმცა იყო რამდენიმე ფაქტორი, რომელმაც, პირიქითაც იმოქმედა, თუმცა ის ფაქტორები, რომლებიც ზრდას აპროვოცირებენ, იყო გაცილებით უფრო მაღალი და უფრო წონადი. მე რამდენიმე მათგანს ჩამოგითვლით: პირველ რიგში, ეს არის 2020 წელს შემცირებული მოხმარება გამომდინარე პანდემიური სიტუაციიდან, მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ცუდი ჰიდროლოგია, 2019-2020 წლების განმავლობაში, როდესაც უფრო მშრალი სეზონი იყო და ნალექები იყო დაბალი, ჰიდროსადგურებმა, როგორიც არის „ენგურჰესი“ და სხვა რეგულირებადი ჰიდროელექტროსადგურები, ვერ გამოიმუშავეს იმ ოდენობის ენერგია, რომელიც კალათაში იყო გათვალისწინებული და შესაბამისად, იაფიანი ჰიდრორესურსები ჩაანაცვლა შედარებით უფრო ძვირიანმა რესურსებმა, როგორიც არის თბოსადგურების ენერგია, იმპორტირებული ენერგია და ა.შ. რაც შეეხება იმპორტირებულ ენერგიას, ამ შემთხვევაში, უკვე შემოდის სავალუტო კურსი. რა თქმა უნდა, წინა ტარიფი დადგენილი იყო 2,5 ლარის კურსზე, ახალი ტარიფის დადგენისთვის ჩვენ ბიუჯეტის პროექტში არსებული კურსი ავიღეთ, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ვალუტის კურსიც გარკვეულ მონაწილეობას იღებს. მთავარი ფაქტორი ეს არ იყო, თუმცა ფაქტორების ხუთეულში ნამდვილად შედის“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, თუ ის პარამეტრები, რომლებიც სემეკმა დაადგინა შენარჩუნებული იქნება, ტარიფის რაიმე სახის ზრდას შემდეგ თვეებში არ უნდა ველოდოთ.

„მარეგულირებელმა კომისიამ დაადგინა 5-წლიანი ტარიფი ქსელურ ნაწილში ანუ განაწილების ნაწილში „თელასისა“ და „ენერგო-პროსთვის“. გარდა ამისა, 6 თვით ჩვენ დღეს დავადგინეთ სამომხმარებლო ტარიფიც და ეს დაკავშირებულია მხოლოდ და მხოლოდ ერთ ფაქტორთან და ეს არის ბაზრის გახსნა, იცით თქვენ, რომ მომდევნო წლის პირველი ივლისიდან ელექტროენერგიის ბირჟა შედის მოქმედებაში და შესაბამისად, ასევე საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე, „თელასი“ და „ენერგო-პრო“ არ იქნებიან ერთადერთი მიმწოდებლები. ცალკე გამოიყოფა ელეტროენერგიის მიწოდების ნაწილი, ამდენად ჩვენ ზაფხულში მოგვიწევს ამ ტარიფის მეორე კომპონენტის დადგენა, თუმცა ეს ზრდის მაპროვოცირებელი არ იქნება“, - განაცხადა ნარმანიამ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა