„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ - 2020 წელს მსოფლიოში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას 50 ჟურნალისტი მოკლეს

საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს, რომლის თანახმად, 2020 წელს მსოფლიოში 50 ჟურნალისტი მოკლეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.

ანგარიშის მიხედვით, ჟურნალისტების უმეტესი ნაწილი იმ ქვეყნებში მოკლეს, სადაც მშვიდობაა.

„გარდაცვლილი ჟურნალისტების 68% მოკლეს იმ ქვეყნებში, სადაც ომი არ არის, ეს არის სამწუხარო ტენდენცია, რომელიც ბოლო წლებში შეინიშნება. ეს აჩვენებს, რომ ჟურნალისტები ხშირად არა ომის, არამედ მათი გამოძიების და მათი მხრიდან ხელისუფლებისთვის უსიამოვნებების შექმნის გამო ხდებიან სამიზნენი“, - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, ჟურნალისტებისთვის ყველაზე სახიფათო გარემო მექსიკაშია, სადაც 2020 წელს 8 ჟურნალისტი მოკლეს, შემდეგ არის ერაყი - 6 მოკლული ჟურნალისტით, ავღანეთი - 5 მოკლული ჟურნალისტით, პაკისტანი - 4 და ინდოეთი - 4 მოკლული ჟურნალისტით. 2020 წელს 7 ჟურნალისტი დაიღუპა საპროტესტო აქციების გაშუქებისას.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში აქციებზე ჟურნალისტების მკვლელობის ზრდის ტენდენციაც შეინიშნება. გასულ წელს ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მსოფლიოში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ჟურნალისტების მკვლელობის 53 ფაქტი აღრიცხა. ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში საკუთარი საქმიანობის გამო 387 ჟურნალისტია დაკავებული. ანგარიშის თანახმად, ბოლო 10 წელიწადში სულ 937 ჟურნალისტი მოკლეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა