ანა დოლიძე - დენის გაძვირება პირდაპირ აისახება მშრომელ ხალხზე და სოციალურ აფეთქებამდე მიგვიყვანს

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერის, ანა დოლიძის შეფასებით, დენის ტარიფის გაძვირება პირდაპირ გავლენას მოახდენს მშრომელ ხალხსა და საშუალო ფენაზე, რომელიც საბოლოოდ ქვეყანას სოციალურ აფეთქებამდე მიიყვანს.

„დენის, ისე როგორც პირველადი მოხმარების პროდუქტის ფასის ზრდა, გამოიწვევს თითქმის ყველა პროდუქტის გაძვირებას და ამას გარდა, იმ ფენის უფრო მეტად გაღარიბებას, რომელიც ისედაც სულს ღაფავს. ადამიანებს, რომლებსაც ჰყავთ ავტომობილები, აქვთ დიდი სახლები, არ განიცდიან თუნდაც რამდენიმე თეთრით პურის ან დენის გაძვირებას, მაგრამ სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასების გაზრდა, პირდაპირ ახდენს გავლენას მშრომელ ხალხსა და საშუალო ფენაზე, რომელიც ისედაც სულს ღაფავს. შედეგად, გაზაფხულზე ჩვენ უნდა ველოდოთ სერიოზულ სოციალურ აფეთქებას“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

მისი თქმით, აღნიშნულ სიტუაციაში დენის გადასახადის სუბსიდირება გამოსავალი ვერ იქნება, მით უფრო, რომ უკვე ცხადია, ბიუჯეტში ხელახალი სუბსიდირების პროგრამისთვის თანხები აღარ არის.

„ჩვენს ხელისუფლებას უკვე უზარმაზარი საგარეო ვალი აქვს. მათი უპასუხისმგებლო და კორუფციული მმართველობის გამო, რომელიც კოვიდპანდემიის დროს გამოავლინეს, გვაქვს ვალები, რომელსაც ხელისუფლება იღებს საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და რომელიც ჩვენ და ჩვენმა შვილებმა უნდა გავისტუმროთ. მათ შეიძლება სცადონ კიდევ ერთხელ მოგვყიდონ არგუმენტი, რომ სხვადასხვა სუბსიდიების მეშვეობით, შეძლებენ ადამიანებს შეუმსუბუქონ ცხოვრება. სინამდვილეში, ეს ვალებიც ჩვენი გასასტუმრებელია და ბიუჯეტში რომ ხელახალი სუბსიდირების პროგრამის საშუალება არ არის, ეს უკვე ცხადია. იმდენად დიდ ვალში ჩააგდეს ჩვენი ქვეყანა, თავად „ქართული ოცნების“ წევრებიც კი გაკვირვებულები და შეშფოთებულები არიან“, - აღნიშნა ანა დოლიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო