გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება  შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 დეკემბერს, 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება თბილისის მუნიციპალიტეტში აბონენტების ნაწილს შეეზღუდება. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ენერგო პრო ჯორჯიადან“ აცნობეს. შეზღუდვა შეეხებათ სოფელ დიღომსა და დიღომში ცამეტი ასურელი მამის, ხატაეთის, ჩალიპირების, როსტევანის, ილია შეყლაშვილის, პაატა ჯანიაშვილის და მიმდებარე ქუჩებს, აგრეთვე „ტოიოტას ცენტრის“ მიმდებარე ტერიტორიას.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა