მიხეილ სარჯველაძე არ გამორიცხავს, რომ “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტს რამდენიმე მუხლი დაემატოს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე არ გამორიცხავს, რომ “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტს რამდენიმე მუხლი დაემატოს. როგორც სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დისკუსიის შედეგად შეიძლება გაჩნდეს გარკვეული შესაძლებლობა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოიცვას ამნისტიის აქტმა.

“ძირითადი კრიტერიუმები, რომლებიც თავდაპირველად დასახელდა, როგორც ამნისტიისთვის ფუძემდებლური პრინციპი, შენარჩუნდება. ჩვენ ვიმუშავებთ გარკვეული მიმართულებით, გვაქვს გარკვეული მონახაზი, თუ როგორი იქნება მეორე მოსმენისთვის კანონპროექტი. შესაბამისად, ეს ყველაფერი დღეს გაცხადდება. შედეგად მივიღებთ დაბალანსებულ და სრულფასოვან ამნისტიას, რომლითაც საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქე ისარგებლებს. მუშაობა წავიდა იმ მიმართულებით, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო მეტი შეღავათის მიმცემი მოქალაქეებისთვის. ჩვენი სურვილია, გარკვეული გაფართოება ამნისტიის არეალის და მათ შორის, ბუნებრივია, იყოს ყველა ისეთი დანაშაული, რომელიც ერთი მხრივ, ინარჩუნებს იმ ძირითად მიდგომებს, რომელსაც ეფუძნებოდა თავდაპირველად ამნისტიის კანონპროექტი და მეორე მხრივ, ეს საფრთხეს არ უქმნიდეს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. ეს მნიშვნელოვანი კრიტერიუმია და ამ კრიტერიუმების მიხედვით, გარკვეული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა, ვფიქრობ, რომ იარსებებს. ეს გულისხმობს რამდენიმე მუხლის დამატებას, შეიძლება გარკვეული ნაწილები, რომლებიც ამ დრომდე არ იყო მოცული ამნისტიის კანონპროექტით, ის დაემატოს და ა.შ. დისკუსიები კიდევ უფრო მეტის თქმის საშუალებას მოგვცემს, თუნდაც დღევანდელი საკომიტეტო განხილვის შემდეგ”,- განაცხადა სარჯველძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში “ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ. არ არის გამორიცხული ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიერ მომზადებული ინიციატივა სესიაზე, პირველი მოსმენით, დღესვე გავიდეს, თუმცა ამაზე გადაწყვეტილება ბიურომ უნდა მიიღოს. სავარაუდოდ, სწორედ დღევანდელი განხილვების პროცესში დაზუსტდება, როგორ შეიძლება გაფართოვდეს დაგეგმილი ამნისტია და “სისხლის სამართლის კოდექსის“ კიდევ რომელ მუხლებს შეიძლება შეეხოს ის.

ხათუნა ლაგაზიძე - ვინც აირჩიეს, ის წავიდა და ვინც დარჩა, ისინი არ აურჩევიათ, პარლამენტის არალეგიტიმურობას პარლამენტში მარტო ოპოზიციის არარსებობა არ ქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2021
პაატა ცაგარეიშვილი  - საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები იმ შემთხვევაში აღმოჩნდება საფრთხის ქვეშ, თუ სომხეთი ახლო მომავალში შეძლებს გახდეს სატრანზიტო ქვეყანა
სოციალური ბარათის პინ კოდის მოქმედების ვადა 15 აპრილამდე გაგრძელდა
ინექსკრედიტი - ახალი პროდუქტი ინტელიექსპრესისგან, ქართველი ემიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის
ორამინ-F - საკვები დანამატი, რომელიც ორგანიზმს მატებს სასიცოცხლო ენერგიასა და ტონუსს
ტერაბანკი ბიზნესკლიენტების დასახმარებლად
2021 წლის საოცარი დასაწყისი! Samsung Galaxy S21 |S21+ | S21 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო