გერმანიაში კორონავირუსის 22 459 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1 129 ადამიანი გარდაიცვალა

გერმანიაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 22 459 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1 687 185-მდე გაიზარდა,- ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი „რობერტ კოხის ინსტიტუტზე“ დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 1 129 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 32 107-ს მიაღწია.

შეგახსენებთ, გერმანიაში ინფიცირების შემთხვევების შემცირების მიზნით მკაცრი „ლოქდაუნი“ მოქმედებს. ქვეყანაში Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებით მოსახლეობის ვაქცინაციის პროგრამა ხორციელდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა