2021 წელს საქართველოს სადაზღვევო ჯგუფში საქართველოს ფოსტის 300-ზე მეტი ავტომობილი იქნება დაზღვეული

2021 წელს, ისევე როგორც 2020 წელს, საქართველოს სადაზღვევო ჯგუფში საქართველოს ფოსტის 300 -ზე მეტი ავტომობილი იქნება დაზღვეული. როგორც "ინტერპრესნიუსს" „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფიდან" აცნობეს, 2021 წელს საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის ავტოდაზღვევით სულ 32 სახელმწიფო ორგანიზაცია ისარგებლებს. მათივე ცნობით, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის 2020 წლის 9 თვის მონაცემებით საქართველოს სადაზღვევო ჯგუფში დაზღვეული ავტომობილების რაოდენობამ 3012 ერთეული შეადგინა, 2019 წლის იმავე პერიოდში აიჯიჯიში 4540 ავტომობილი იყო დაზღვეული.

"ქონების, ავტომობილებისა და ტვირთების დაზღვევის კომპონენტში 2020 წლის ოქტომბრიდან კომპანია სავალდებულო გადაზღვევის ხელშეკრულებით AA- რეიტინგის მქონე, მსოფლიოში უმსხვილეს გადამზღვეველ კომპანია Scor-ის (www.scor.com), გადაზღვევით ისარგებლებს. ბოლო ორი წლის მანძილზე კომპანიის გადამზღვეველი ასევე AA- რეიტინგის მქონე მსოფლიოში უმსხვილესი გერმანული კომპანია Hannover Re (www.hannover-re.com) იყო , თუმცა 2020 წლის ოქტომბრიდან კომპანია ისევ დაუბრუნდა თავის ძველ პარტნიორს, რომლის გადაზღვევითაც კომპანია 2017-2018 წლებში სარგებლობდა. მხოლოდ 2019 წელს კომპანიამ ავტოდაზღვევის კუთხით მომხმარებლებს 2 მლნ ლარამდე ზარალი აუნაზღაურა, ხოლო 2020 წელს უკვე ანაზღაურებულია 1 მლნ ლარამდე ზარალი. რეიტინგულ გადამზღვეველ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტები უზრუნველყოფენ საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის სადაზღვევო პორტფელის საიმედოობასა და სტაბილურობას. ამასთანავე საშუალებას აძლევს კომპანიის კლიენტებს ისარგებლონ დაზღვევის საუკეთესო პირობებით",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დაზღვევის წინასწარი განაცხადის გასაკეთებლად შეგიძლიათ დარეკოთ: T: 22 44 111; 22 11 444 ან ონლაინ შეავსოთ განაცხადი შემდეგი ბმულის მეშვეობით: https://igg.ge/statement განაცხადის შევსების შემდეგ მომხმარებელს მენეჯერი ადგილზე მიაკითხავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო