ანგელა მერკელი გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობები კარგ საფუძველს იძლევა ჩვენს მთავრობებს შორის მომავალი თანამშრომლობისა და ჩვენს საზოგადოებებს შორის ურთიერთობების გაღრმავებისთვის, - ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფედერალური კანცლერი ანგელა მერკელი ოფიციალურ წერილში წერს, სადაც ის გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.

ანგელა მერკელი ხაზს უსვამს, რომ გერმანია გააგრძელებს საქართველოს სანდო პარტნიორობას სამართლებრივი სახელმწიფოსა და დემოკრატიის სტრუქტურების განვითარების გზაზე.

„პატივცემულო ბატონო პრემიერ-მინისტრო, გილოცავთ თქვენს კვლავ არჩევას ამ თანამდებობაზე. ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობები კარგ საფუძველს იძლევა ჩვენს მთავრობებს შორის მომავალი თანამშრომლობისა და ჩვენს საზოგადოებებს შორის ურთიერთობების გაღრმავებისთვის. გერმანია გააგრძელებს საქართველოს სანდო პარტნიორობას სამართლებრივი სახელმწიფოსა და დემოკრატიის სტრუქტურების განვითარების გზაზე. დიდი გამოწვევების პერიოდში გისურვებთ წარმატებებსა და ძალას თქვენი საპასუხისმგებლო ამოცანების შესრულებაში“, - ნათქვამია ოფიციალურ წერილში.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა