სომხეთში კორონავირუსის 582 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 10 ადამიანი გარდაიცვალა

სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 582 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე განცხადებით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ინფექციისგან 10 ადამიანი გარდაიცვალა.

საერთო ჯამში, სომხეთში კორონავირუსის 158 878 შემთხვევაა დადასტურებული, დღემდე ვირუსს 2 807 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა კი 141 844-ს შეადგენს.

ქვეყანაში 2021 წლის 11 იანვრამდე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა