მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, იქ, სადაც „ამნისტიის შესახებ“ კანონის გაფართოების შესაძლებლობა გაჩნდება, გამოყენებული იქნება განსხვავებული ინსტრუმენტებიც

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, იქ, სადაც „ამნისტიის შესახებ“ კანონის გაფართოების შესაძლებლობა გაჩნდება, გამოყენებული იქნება განსხვავებული ინსტრუმენტებიც და რიგ შემთხვევაში, პატიმარი სრულად კი არ გათავისუფლდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, არამედ გაუნახევრდება ან მეოთხედით შეუმცირდება სასჯელი, რაც მიხეილ სარჯველაძის თქმით, ასევე მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისზეც გავრცელდება ამნისტია.

მისივე თქმით, „ამნისტიის შესახებ“ კანონის შემუშავებისას სწორება უპირატესად არაძალადობრივ დანაშაულებზე იქნა აღებული, სადაც დიდწილად დანაშაული გაუფრთხილებლობით არის ჩადენილი.

„არსებობს ამ მიმართულებით გარკვეული შეთანხმებაც, შემიძლია ასე დავარქვა, იმასთან დაკავშირებით, რომ გაფართოვდეს მუხლების ჩამონათვალი ან ზოგიერთ შემთხვევაში, დაემატოს რამდენიმე ნაწილი იმ მუხლებისა, რომლებსაც მანამდეც მოიცავდა „ამნისტიის შესახებ“ კანონი, თუმცა იქ მოგვიწევს განსაკუთრებული მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ კანონი ცალკეული დამამძიმებელი გარემოებების შემთხვევაში არ იქნას გავრცელებული. მოგეხსენებათ, რომ ზოგიერთ დანაშაულს აქვს მეორე, მესამე, მეოთხე ნაწილები, რომლითაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობის დამძიმება სხვადასხვა ნიშნით. იქ, სადაც ოდენობა იქნება, მაგალითად, პასუხისმგებლობის დამძიმების განმაპირობებელი, იქ შეიძლება ჩვენი ნაბიჯები იყოს გაცილებით გაბედული, ვიდრე იმ შემთხვევებში, როდესაც, მაგალითად, საქმე გვაქვს ორგანიზაბული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ ასეთი დანაშაულის ჩადენასთან ან როდესაც მძიმე შედეგი, მაგალითად, ადამიანის სიცოცხლის მოსპობა განაპირობებს ამ რეზულტატს და ა.შ. ამის მიხედვით, სავარაუდოდ, ჩვენი გადაწყვეტილება იქნება ასეთი, რომ იქ, სადაც გაფართოების შესაძლებლობა გაჩნდება, თუმცა არა უსასრულოდ და არა მთლიანად გავრცელების და ქაოსურად ეს ვერ მოხდება, იქ, ალბათ, გამოყენებული იქნება ცოტა განსხვავებული ინსტრუმენტები - არა სასჯელისგან და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან პირთა სრულად გათავისუფლება, არამედ, მაგალითად, ნახევრით ან მეოთხედით სასჯელის შემცირება, რომელიც დანიშნული აქვს კონკრეტულ პირს. ესეც, მე მგონია, რომ მნიშვნელოვან შეღავათს შექმნის იმ პირებისთვის, ვისზეც გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ კანონი,“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს