2020 წელს ნაძალადევის რაიონში გზის საფარი 60 000 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა

მიმდინარე წლის განმავლობაში, ნაძალადევის რაიონში საგზაო სამუშაოები 110 მისამართზე შესრულდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ნაძალადევის გამგეობიდან აცნობეს, ასფალტისა და ბეტონის საფარი ჯამში, 60 000 კვ.მ ფართობზე მოეწყო. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ წელს 3,5 მილიონი ლარი დახარჯა.

მათივე განმარტებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ლოტკინის დასახლებაში, გეგუთის ქუჩაზე განხორციელდა, სადაც გზის რეაბილიტაცია სრულდება. გეგუთის ქუჩასა და ზეკარის ქუჩის დაზიანებულ მონაკვეთზე 340 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო და ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო, ასევე, ქუჩის დიდ ნაწილზე მოეწყო ბორდიური და ტროტუარი. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 6 000 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.

ბოლო ეტაპის საგზაო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.

„წელს ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 110 მისამართზე მოახერხა საგზაო სამუშაოების შესრულება. ბევრი პრობლემა მოგვარდა, თუმცა კიდევ ბევრ ქუჩაზეა საგზაო ინფრასტრუქტურა მოსაწესრიგებელი, რაც უკვე 2021 წლის გეგმებში შედის. კონკრეტულად, გეგუთის ქუჩაზე ათეულობით წლებია გზის რეაბილიტაცია არ განხორციელებულა. აქ არ არსებობდა სანიაღვრე სისტემა და ამორტიზებული იყო გზის საფარი, რის გამოც ფეხითმოსიარულეებს და ავტომანქანის მძღოლებს გადაადგილების პრობლემა ექმნებოდათ. დღეიდან მოქალაქეები სრულად კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 440 000 ლარი გამოყო.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს