თეა ახვლედიანი - რუსეთის მიერ ანექსიისკენ გადადგმული ინტენსიური ნაბიჯები  შერიგების პროცესის წინააღმდეგ არის მიმართული

ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება საქართველოს ორი განუყოფელი რეგიონის მიმდინარე ოკუპაცია, რომლის შედეგია ადგილობრივი მოსახლეობის მძიმე უფლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რაც კიდევ უფრო გართულდა პანდემიის პირობებში, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის 2020 წლის ანგარიშის წარადგენისას განაცხადა.

როგორც ახვლედიანმა განმარტა, პანდემიის დროსაც კი, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი არ შეწყვეტილა.

„ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევებსა და ეთნიკურ დისკრიმინაციასთან ერთად, თავისუფალი გადაადგილების უპრეცედენტო შეზღუდვამ მოსახლეობა სრულ იზოლაციაში მოაქცია და შექმნა ჰუმანიტარული კრიზისი; ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ახალგორის რაიონი. პანდემიის დროსაც კი, არ შეწყვეტილა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი და ადამიანების უკანონო დაკავებები, რის შედეგადაც დღემდე უკანონო პატიმრობაში რჩებიან ჩვენი მოქალაქეები, მათ შორის ირაკლი ბებუა, ზაზა გახელაძე, გენადი ბესტაევი. ამასთან, რუსეთის ფედერაციის მიერ ანექსიისკენ გადადგმული ინტენსიური ნაბიჯები, ასევე მიმართულია შერიგების წინააღმდეგ და უკიდურესად ართულებს ჩვენს ძალისხმევას განვავითაროთ ურთიერთობები ადგილობრივ მოსახლეობასთან. საქართველოს ხელისუფლება, მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენებით, განაგრძობს აქტიურ მუშაობას საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რათა აღიკვეთოს საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებები.

აღსანიშნავია, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ბოლო დეკემბრის რაუნდზე, მთელი სიმწვავით იქნა დაყენებული საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კოვიდპანდემიის ფონზე კიდევ უფრო დამძიმებული ადამიანის უფლებრივი, ჰუმანიტარული და უსაფრთხოების ვითარება, რუსეთის მიერ ფაქტიური ანექსიის პროცესის გააქტიურებასა და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებთან დაკავშირებული საკითხები. როგორც არაერთხელ გაცხადდა საქართველოს მთავრობის მიერ, ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტს, არაღიარების ძალისხმევის პარალელურად და ჩვენი ქვეყნის სრულ დეოკუპაციასთან ერთად, წარმოადგენს ადამიანზე ორიენტირებული შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელება"- განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

კახა გოგოლაშვილი - როცა სტაბილიზაციისკენ მიმართული ნებისმიერი კონსტრუქცია ინგრევა, იქ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეც არსებობს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.07.2021
ლევან ალაფიშვილი - ოპოზიციამ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, როცა პლებისციტი თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმულ პროცენტში გაცვალა
რა უპირატესობები აქვს სამსუნგის სმარტფონს ოფიციალური ჰოლოგრამით?
სიახლე PSP-სგან - ფრანგული დერმატოლოგიური კოსმეტიკის ინოვაციური ბრენდი SVR უკვე საქართველოშია
გაყინული კრემიდან „თოლიას“ რეცეპტებამდე, ანუ ყველაფერი, რაც ნაყინის შესახებ უნდა იცოდე