დაავადებათა კონტროლის ცენტრი - ამირან გამყრელიძეს  კორონავირუსის არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება, სახლშია და აგრძელებს თვითმონიტორინგს

კორონავირუსით ინფიცირებული დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, ამ ეტაპზე ამირან გამყრელიძეს არანაირი კლინიკური სიმპტომი არ აღენიშნება.

„სახლშია, თვითიზოლაციაშია, აგრძელებს თვითმონიტორიგნს“, - აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.

შეგახსენებთ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ამირან გამყრელიძეს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა