ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში სწავლება ,,სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის“ და ,,საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების“ პროგრამების ფარგლებში მიმდინარეობს.

გლობალური პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების შესაბამისად, ჟვანიას სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე დაუყოვნებლივ გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 2020 წელს სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამაში 2059 ბენეფიციარი ჩაერთო. პროგრამის განვითარების მიზნით, რაც, ქართული ენის სწავლების გარდა, ბენეფიციართა საზოგადოებაში ინტეგრირებასა და კომპიუტერული უნარ-ჩვევების განსავითარებელი აქტივობების განხორციელებას ითვალისწინებს, ჩამოყალიბდა სახელმძღვანელოებსა და შესაბამისი პროგრამების შექმნაზე მომუშავე ჯგუფი. ჟვანიას სკოლის საქმიანობის 2020 წლის ანგარიშს უცვლელად გთავაზობთ.

,,მომზადდა „საანბანო კურსი“ პროგრამითა და სილაბუსით, რომელმაც წარმატებით გაიარა პილოტირება; სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამით სკოლის 11 რეგიონულ სასწავლო ცენტრში სწავლა დაასრულა 2019 წელს ჩარიცხულმა (68 ჯგუფი) ეროვნული უმცირესობის 842-მა წარმომადგენელმა, ასევე 2020 წელს ჩარიცხულმა (38 ჯგუფი) ეროვნული უმცირესობის 504-მა წარმომადგენელმა; პროგრამა განხორციელდა საველე-საწვრთნელ ბაზებზე, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო სამხედრო სამსახურში მომსახურე ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებისთვის, რომლებმაც გაიარეს საწყისი საბრძოლო მომზადება. ალგეთის, ვარციხის, ვაზიანის, ორხევის, ახალციხის, კრწანისის და ახალქალაქის სამხედრო ბაზებზე ენის ფლობის A1 დონის პროგრამით ისარგებლა ეროვნული უმცირესობის 271-მა წარმომადგენელმა რეკრუტმა.

კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების გამო, 19 ჯგუფიდან სასწავლო პროცესი შეჩერდა 7 ჯგუფში; სახელმწიფო ენას A1 დონეზე დაეუფლა/ეუფლება უცხო ქვეყნის 32 მოქალაქე, რომელთაც მინიჭებული აქვთ საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად ცხოვრების უფლება; დაკომპლექტდა 159 სასწავლო ჯგუფი, მათგან 44 - მობილური ჯგუფი 2 ქალაქში, 14 სოფელსა და 6 სამხედრო ბაზაზე, აგრეთვე 13 ცენტრის და 102 დისტანციური სწავლების ჯგუფი. სულ 2020 წელს სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამით ისარგებლა ეროვნული უმცირესობის 2059-მა წარმომადგენელმა; ქვეყანაში ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამა გადავიდა ელექტრონული სწავლების ფორმატზე, შესაბამისად, მოქმედი ჯგუფების ნაწილი, 79 ჯგუფის 890 ბენეფიციარი, გადავიდა ელექტრონული სწავლების ფორმატზე, მათგან სწავლა დაასრულა 64-მა ჯგუფმა; ჩატარდა სამუშაოები ელექტრონულ სწავლებაზე გადასვლასთან დაკავშირებით: დაკომპლექტდა ჯგუფები Microsoft Teams-ის პლატფორმაზე, მომზადდა/მიმდინარეობს მუშაობა დამატებითი რესურსების შექმნასა (ქვიზები, მოსასმენი დავალებები, ტესტები...) და საბოლოო ტესტირებების ელექტრონულ რეჟიმში გადაყვანაზე; სკოლის ადმინისტრაციასა და პროგრამების ტრენერებს ჩაუტარდათ ტრენერთა ტრენინგი (TOT) ელექტრონული სწავლების ეფექტურად განხორციელების მიზნით; მომზადდა პლატფორმა ელექტრონული რეგისტრაციისთვის, გამოიყვნენ პასუხისმგებელი პირები, რომელთა დახმარებით ბენეფიციარებს შეუძლიათ სახლიდან გაუსვლელად დარეგისტრირდნენ და ჩაერთონ ონლაინსწავლებაში. სკოლაში საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების მიმართულებით სხვადასხვა სასწავლო პროგრამაში ჩაერთო 396 საჯარო მოხელე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. მაღალი კვალიფიკაციის მქონე ტრენერებმა სასწავლო კურსი ჩაატარეს რამდენიმე მიმართულებით პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამა („მოხელის მენეჯერული უნარები“; „პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება“; ,,პოლიტიკური პიარი, ბრენდინგი და პოლიტიკური იერ-სახის შექმნა“; საქმისწარმოება და ელექტრონული მმართველობა; „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების რეფორმა, რეალობა და გამოწვევები“; სახელმწიფო შესყიდვები; მუნიციპალური განვითარების პროექტების მართვა; მუნიციპალური ქონების მართვის ეკონომიკური საფუძვლები; ქსაპ (საჯარო პოლიტიკის საუკეთესო პრაქტიკა); სატრენინგო პროგრამა ,,საჯარო პოლიტიკის საუკეთესო პრაქტიკა“ პოლონეთის ლეხ კაჩინსკის სახელობის საჯარო ადმინისტრირების ეროვნულ სკოლასთან (KSAP) ერთად განხორციელდა. მასში საქართველოს რეგიონებიდან 20 საჯარო მოხელე ჩაერთო. სატრენინგო პროგრამას ქართველი და პოლონელი ექსპერტები უძღვებოდნენ. ტრენინგების მთავარ მიზანს მასში ჩართული მონაწილეებისთვის ისეთი ცოდნისა და უნარების განვითარება წარმოადგენდა, რომლებიც მათ მომავალში ადგილობრივ დონეზე საჯარო პოლიტიკის უფრო ეფექტურად დაგეგმვისა და განხორციელების შესაძლებლობას მისცემს.

ჟვანიას სკოლამ, გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF Georgia - ს ფინანსური მხარდაჭერით, ადრეული და სკოლამდელი განათლების რეფორმის წარმატებით ხელშეწყობის მიზნით, განახორციელა ერთობლივი პროექტი „ადრეული და სკოლამდელი განათლების სისტემის ხელშეწყობა და ადამიანური კაპიტალის განვითარება მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების განვითარების გზით ადრეული და სკოლამდელი განათლების კანონისა და სახელმწიფო სტანდარტების განხორციელების მხარდასაჭერად“. პროექტის ფარგლებში 12-მა მუნიციპალიტეტმა მათთვის პრიორიტეტულ მიმართულებებზე მოამზადა კონცეფციები, რომელთა საფუძველზეც შემუშავდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა გადამზადების გეგმა და სატრენინგო მოდული როგორც მუნიციპალიტეტში გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციაზე მყოფი პირებისთვის( მერები, მოადგილეები), ასევე ბაღების გაერთიანებების წარმომადგენლებისთვის. შემოწმდა და გაანალიზდა ხარისხის მართვასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. დასკვნის თანახმად, სკოლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია სრულად პასუხობს საერთაშორისო ISO 9001:2015 სტანდარტის მოთხოვნებს. შესაბამისად, ძალაში რჩება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი ISO 9001:2015 სერტიფიკატი, რომელიც ჟვანიას სკოლამ 2018 წელს 3 წლის ვადით მიიღო. 2020 წელს დაიწყო სკოლების ოპერირებისა და მოვლა-პატრონობის პროგრამაზე მუშაობა, რომლის ფარგლებშიც სკოლის ტექნიკური პერსონალისთვის შეიქმნა სახელმძღვანელო/მანუალი. მასში დეტალურადაა გაწერილი და ილუსტრირებული ის ყოველდღიური და გეგმიური სამუშაოები, რომლებიც სკოლაში რეგულარულად უნდა განხორციელდეს. შეიქმნა სატრენინგო პროგრამა, სტანდარტი და ტრენერთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები. 2020 წელს ჟვანიას სკოლამ საჯარო მოხელეთა გადამზადების საბაზისო პროგრამებზე აკრედიტაცია ორ ახალ ლოკაციაზე გაიარა. მომავალი წლიდან ტრენინგები დამატებით თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გორში, საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაზაზე გაიმართება. პროგრამაში ასევე ჩაერთნენ დამატებითი ტრენერები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა