დიმიტრი ხუნდაძე ინიციატივით გამოდის, რომ ამნისტიის პროექტი გარკვეულ ოჯახურ დანაშაულებსაც შეეხოს

დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ინიციატივით გამოდის, რომ ამნისტიის პროექტი გარკვეულ ოჯახურ დანაშაულებსაც შეეხოს. ხუნდაძის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახურ დანაშაულს გამართლება არ აქვს, ამნისტია მაინც შეიძლება შეეხოს მათ, ვინც ასეთი დანაშაული პირველად ჩაიდინა, ამავე დროს თანხმობა აქვს გათავისუფლებაზე ოჯახიდან, ხოლო სასჯელაღსრულების დაწესებულება დადებითად ახასიათებს.

ხუნდაძე ამის საჭროებას იმით ხსნის, რომ შესაძლოა, ასეთი დანაშაული ადამიანმა „ემოციურ ფონზე ჩაიდინა“.

„მე ძალიან ბევრ ოჯახთან მქონია საუბარი და მათი ნათქვამიც მოვიტანე, ჩემი აზრიც ემთხვევა მათსას, ამიტომ ვთვლი ვალდებულად თავს, რომ ამაში უფრო აქტიური მონაწილეობა მივიღო. არის ისეთი შემთხვევები, როცა ემოციურ ფონზე წარმოშობილია კონფლიქტები. რა თქმა უნდა, დამდგარ შედეგს გამართლება არ აქვს, თუნდაც, ეს ემოციურ ფონზე იყოს, მაგრამ ვფიქრობ, რომ რაღაც ნაწილი ამ საკითხთან დაკავშირებით არ იქნებოდა ურიგო, გაგვეთვალისწინებინა, პირველ რიგში გათვალისწინება სოციალური ფონის, მითუმეტეს , ამ პანდემიის ფონზე, როცა ყველა ოჯახს დამატებითი ტვირთი აქვს, ისევე როგორც მთელ ქვეყანას. ოჯახები არის გახლეჩილი და არის ბევრი პრობლემა, როცა ოჯახს ეკონომიურად უჭირს და ოჯახის უფროსი, რომლებიც არიან ხოლმე ამის ჩამდენი სამწუხაროდ, უფრო ხშირად, ისინი არათუ ეხმარებიან ოჯახს, არამედ ტვირთად აწვებიან და მათი მორალური და ეკონომიური მხარე კიდევ უფრო შეუსაბამო ხდება ამ რეალობაში თუმცა, მე არ ვფიქრობ, რომ ხელაღებით სრული ამნისტირება უნდა მოვახდინოთ ამ დანაშაულის, ჩემის აზრით, არც იურისტი ვარ და არც სისხლის სამართლის სპეციალისტი, შეიძლება პროფესიული აცდენები იყოს, ამაზე ბოდიშს მოვითხოვ, მაგრამ ვთქვათ ასეთი შემოთავაზება - თუ არის პირველი შემთხვევა, თუ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მას აქვს დადებითი დახასიათება და ოჯახის თანხმობა თუ არის, ჩემი აზრით, ერთი გამონაკლისი დაზღვევის მიზნით უნდა ჩაიდოს ამდაგვარად. თუ არის პირველი შემთხვევა, მაშინ პირველ შემთვევაში ოჯახის თანხმობა უნდა იყოს გათვალისწინებული. რატომ ვფქირობ ასე - რადგან მეორე და მესამე შემთხვევაში ოჯახის თანხმობა შეიძლება იყოს გარკვეულწილად ქვეცნობიერად ძალადობრივი და შესაძლოა, შედეგი მერე იგივე დადგეს, თუკი ოჯახი არ გამოხატავს ამ თანხმობას და სასჯელის ამოწურვის შემდეგ ოჯახის უფროსი - წარსულში მოძალადე ისევ მიაკითხავს ოჯახს და შესაძლოა, სამაგიეროს გადახდის სურვილიც კი გაუჩნდეს, ამიტომ მეორე შემთხვევაში ოჯახის თანხმობა აღარ იყოს გათვალისწინებული და ეს იქნება მათთვის დაზღვევის მექანიზმი. თუ ადამიანმა ემოციურ ფონზე ჩაიდინა, მისი დახასიათებაც იძლევა საშუალებას, რომ რისკები იყოს მინიმალური, ოჯახიც თანახმაა, ამ შემთხვევაში, ეს ვფიქრობ, იქნებოდა არა კარგი, არამედ ძალიან კარგიც”, -განაცხადა ხუნდაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო