გიგი უგულავა - ეცე ხაზარაძეს და აკრიტიკო მაშინ, როცა ელისაშვილის ცუდი საქციელი ირაკლი ოქრუაშვილისგან შეფასებული არ მინახავს, რბილად რომ ვთქვათ, არასწორია

იმ პირობებში, როცა მაგალითად, ელისაშვილის ცუდი საქციელი ირაკლი ოქრუაშვილისგან შეფასებული არ მინახავს, ხაზარაძეს ეცე და აკრიტიკო, რბილად რომ ვთქვათ, არასწორია, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის მხრიდან მამუკა ხაზარაძის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას.

როგორც უგულავამ განმარტა, კრიტიკა კორექტულობის ფარგლებში უნდა ჯდებოდეს.

„კრიტიკისგან დაცული არავინ ვართ და სამწუხაროდ, არც ლანძღვისგან, მაგრამ ჩვენ კოლეგებს მოვუწოდებ, რომ კორექტულობის ზღვარი დავიცვათ ერთმანეთში, ზედმეტი შეურაცხოყოფების გარეშეც შეიძლება ვთქვათ. ბატონმა მამუკამ თქვა მოსაზრება, რომელსაც რა თქმა უნდა, არსებობის უფლება აქვს, რადგან ყველა მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება. მე ვთვლი, რომ თუნდაც, სტრატეგიულადაც და ტაქტიკურადაც, ჩვენგან საუბარი 2022 წელზე არასწორია, ჩვენი დღის წესრიგი არის დღის წესრიგი. ჩვენ გვინდა რიგგარეშე არჩევნები, რომლის წინ პოლიტპატიმრების გათავისუფლება უნდა მოხდეს და ცესკოს ახალი დაკომპლექტება თავისი საარჩევნო კოდექსის რეფორმით. ეს მოთხოვნა დაკიდებულია ჰაერში, როგორც ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა. ნებისმიერი რამ, რაც პოლიტიკაში 2-3 თვის განმავლობაში მოხდება, საბოლოო ჯამში, მივა ამ მთავარ მოთხოვნამდე. „ქართულმა ოცნებამ“ ეს უნდა გააცნობიეროს, მას მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი რამ აქვს, ან მივა და თავით დაასკდება ამას, მისთვის აბსოლუტურად მოუმზადებელი შეხვდება რიგგარეშე არჩევნებს, ან მეორე - თარიღს იტყვის, რომელიც კონსენსუსის საგანი გახდება პირველ რიგში, ოპოზიციაში შიგნით და შემდეგ მათთან. იქით ხალხი დგას, ამას ვაცნობიერებთ, მერე რა, რომ დეგრადირებული ხელისუფლებაა, იქითაც ბევრი ხალხია, მათ აქვთ თავიანთი ინტერესი. ამიტომ, ნებისმიერი შეთანხმება თავის თავში კონსენსუსს გულისხმობს. ჩვენ არ ვასახელებთ თარიღებს, ჩვენ ვიძახით ერთს - რომ გვინდა რიგგარეშე არჩევნები, თუ უნდათ, 40 დღეში დანიშნონ რიგგარეშე არჩვენები. ნებისმიერ შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ ამ რიგგარეშე არჩვენებს მოუმზადებელი დაასკდება, ან თვითონვე შემოგვთავაზებს რაციონალურ გზას. ახლა ადგილობრივი არჩევნები მოდის, ჩავატაროთ პლებისციტი, გვინდა თუ არა რიგგარეშე, პროპორციული არჩევნების ჩატარება. როცა ერთმანეთში ვერ ვთანხმდებით, გამოსავალია, ვკითხოთ ხალხს“, - განაცხადა უგულავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა