საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „იფქლი“ ახალ საწარმოს აშენებს

„საქართველოს ბანკი” ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას განაგრძობს. ამჯერად ბანკის მხარდაჭერით, პურფუნთუშეულის საწარმო „იფქლი“ ფართოვდება. ამის შესახებ ინფორმაციას “საქართველოს ბანკის” პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომპანიის ისტორია 1993 წლიდან იწყება, მისი მისია კი საქართველოს მასშტაბით მომხმარებლისთვის ჯანსაღი და გემრიელი პურფუნთუშეულის მიწოდებაა.

“ბანკის მიერ გამოყოფილი 4 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიციით კომპანია ახლა უკვე ქუთაისში ახალ საწარმოს აშენებს, რომლის გახსნაც 2021 წლის გაზაფხულზე იგეგმება.

ევროპული ტიპის საწარმო 140 ადამიანს დაასაქმებს. გარდა პურისა, „იფქლი“ მომხმარებელს 75-მდე სახეობის პურფუნთუშეულსაც სთავაზობს, რომლითაც თბილისის თითქმის ყველა მაღაზია მარაგდება. „იფქლის“ პროდუქცია ასევე აქტიურადაა წარმოდგენილი რუსთავში, მცხეთაში, გორსა და ქუთაისში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

“საქართველოს ბანკის” ცნობით, ცხობის პროცესი სრულად ავტომატიზირებულია და პროდუქცია ბუნებრივი საფუარის გამოყენებით, უკონტაქტოდ ცხვება.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენი თანამონაწილეობით „იფქლს“ სულ მალე ახალი საწარმო შეემატება. უკვე მრავალი წელია კომპანია მომხმარებელს ქვეყნის მასშტაბით უმაღლესი ხარისხის პურფუნთუშეულს აწვდის. მის ხარისხზე მეტყველებს მრავალი ჯილდოც, რომელიც „იფქლმა“ განსაკუთრებული მიღწევებისათვის მოიპოვა. ახალი საწარმოს მეშვეობით კომპანია კიდევ უფრო გააფართოვებს წარმოებას და ამავდროულად 140-მდე ადამიანს დაასაქმებს. ჩვენი მიზანი სწორედ მეტი მსგავსი პროექტის ხელშეწყობაა, რათა მხარი დავუჭიროთ ადგილობრივ მეწარმოეებს და კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილი შევქმნათ”, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ ქოქოსაძემ.

ზვიად კირტავა - ფრთხილი ოპტიმიზმი შეიძლება მქონდეს, რომ შევძლებთ მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაციას, მაგრამ ჯერჯერობით ფრთხილი, - გეგმა არ გვინახავს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.01.2021
ანდრია გვიდიანი - „ენგურჰესის“ გაჩერებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ახალი ჰესების მშენებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
ეფექტური გზა რესპირაციული ინფექციების პრევენციისთვის
D ვიტამინის გავლენა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე